
მათეს სახარება 9:13 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
მათეს სახარება 9:13 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 24 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-5 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 9:13 კონტექსტში
9:11ეს რომ დაინახეს, ფარისევლებმა მის მოწაფეებს უთხრეს: რატომ ჭამს და სვამს თქვენი მოძღვარი მებაჟეებსა და ცოდვილებთან ერთად?
9:12ხოლო იესომ გაიგონა ეს და უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ.
9:13თქვენ კი წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს ეს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი; ვინაიდან მართალთა სახმობლად კი არ მოვსულვარ, არამედ ცოდვილთა სინანულად.
9:14მაშინ მივიდნენ მასთან იოანეს მოწაფეები და უთხრეს: რატომ ვმარხულობთ ჩვენ და ფარისევლები, შენი მოწაფეები კი არ მარხულობენ?
9:15ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:13
- მარკოზის სახარება 2:17ეს რომ გაიგონა, იესომ უთხრა მათ: კარგად მყოფთ კი არ სჭირდებათ მკურნალი, არამედ ავადმყოფთ: მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
- ლუკას სახარება 19:10რადგან ძე კაცისა დაკარგულთა საძებნად და დასახსნელად მოვიდა.
- ოსეა 6:6რადგან თქვენი სიკეთე მახარებს და არა მსხვერპლი, უფლის შემეცნება და არა აღსავლენი.
- ლუკას სახარება 5:32მართალთა სახმობლად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა სინანულად.
- მათეს სახარება 12:7რომ იცოდეთ, რას ნიშნავს: წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, აღარასოდეს შეაჩვენებდით უცოდველთ.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:13მე, რომელიც უწინ ვიყავი მგმობელი, მდევნელი და მაგინებელი, მაგრამ შეწყალებულ ვიქენ, რადგანაც ასე ვიქცეოდი უმეცრებით, ურწმუნოების გამო.
- ტიმოთეს მიმართ ა 1:16მაგრამ სწორედ იმიტომ ვიქენ შეწყალებული, რომ იესო ქრისტეს პირველად ეჩვენებინა ჩემში მთელი დიდსულოვნება მათდა სანიმუშოდ, მომავალში რომ ირწმუნებენ მას საუკუნო სიცოცხლისათვის.
- იგავესნი 21:3სიმართლის და სამართლის ქმნა მსხვერპლზე უფრო სასურველია უფლისათვის.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში