
მათეს სახარება 9:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
მათეს სახარება 9:17 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 2 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-2 კვირის პარასკევი (სახარება).
მათეს სახარება 9:17 კონტექსტში
9:15ხოლო იესომ მიუგო მათ: განა შეიძლება წუხდნენ მექორწილენი, ვიდრე მათთანაა სიძე? მოვა დრო, როცა სიძე აღარ ეყოლებათ, და მაშინ იმარხულებენ.
9:16არავინ ადებს ახალ საკერებელს დახეულ სამოსს, ვინაიდან ახალს ვერ დაიჭერს ძველი, და უფრო დაიხევა.
9:17არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
9:18ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:17
- იესო ნავეს ძე 9:4და მათაც იხმარეს ხერხი: ადგნენ და მოიმარაგეს საგზალი, აჰკიდეს სახედრებს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეული და დაკერებული ტიკები.
- ფსალმუნები 119:83ვიყავი, ვითარცა ტიკი ორთქლში, შენი წესები არ დავივიწყე.
- იობი 32:19აჰა, თავმოუხდელ ღვინოსავით არის ჩემი შიგანი, გასკდომაზეა ახალი ტიკივით.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში