
მათეს სახარება 9:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
მათეს სახარება 9:19 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 31 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი 6 კვირის შაბათი (სახარება).
მათეს სახარება 9:19 კონტექსტში
9:17არც ახალ ღვინოს ასხამენ ძველ ტიკებში, თორემ დასკდება ტიკები, ღვინოც დაიქცევა და ტიკებიც უვარგისი გახდება; არამედ ახალ ღვინოს ასხამენ ახალ ტიკებში და ორივე ინახება.
9:18ამ საუბარში გართულს მიუახლოვდა ერთი მთავარი, თაყვანი სცა და უთხრა: ჩემი გოგონა ეს-ესაა მოკვდა; წამოდი, ხელი დაადე და გაცოცხლდება.
9:19წამოდგა იესო და მოწაფეებითურთ თან გაჰყვა მას.
9:20და, აჰა, ქალი, რომელიც თორმეტ წელიწადს სისხლის დენით იტანჯებოდა, უკნიდან მიუახლოვდა და შეეხო მისი სამოსის კალთას.
9:21რადგან გულში ამბობდა: თუ შევეხები მის სამოსს, მეშველებაო.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:19
- მოციქულთა საქმენი 10:38ვინაიდან სცხო ღმერთმა სულით წმიდითა და ძალით იესო ნაზარეველს, რომელიც დადიოდა, ქველმოქმედებდა და კურნავდა ყველას, ეშმაკისაგან მიმძლავრებულს, რადგანაც მასთან იყო ღმერთი.
- მათეს სახარება 8:7იესომ მიუგო: მოვალ და განვკურნავ მას.
- იოანე 4:34უთხრა მათ იესომ: ჩემი საჭმელი ის არის, რომ ვყო ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
- გალატელთა მიმართ 6:9სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
- გალატელთა მიმართ 6:10მაშ, სანამ დრო გვაქვს, ყველა მოყვასის, უმეტესად კი ჩვენსავე თანამორწმუნეთა სასიკეთოდ ვიღვწოდეთ.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში