
მათეს სახარება 9:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
მათეს სახარება 9:38 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 5 ივლისი, 2027, სულთმოფენობის შემდგომი მე-3 კვირის ორშაბათი (სახარება).
მათეს სახარება 9:38 კონტექსტში
9:36და როდესაც იხილა ამდენი ხალხი, შეებრალა ისინი, ვინაიდან დაღლილ-დაქანცულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვრები.
9:37მაშინ თავის მოწაფეებს უთხრა: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი.
9:38მაშ, ევედრეთ სამკალის უფალს, რათა მომკალნი მოავლინოს თავის სამკალში.
პარალელური ადგილები: მათეს სახარება 9:38
- ლუკას სახარება 10:1ამის შემდეგ აირჩია უფალმა სხვა სამოცდაათი მოწაფეც და წინასწარ წარგზავნა ისინი წყვილ-წყვილად იმ ქალაქებსა თუ სოფლებში, სადაც თვითონ აპირებდა მისვლას.
- ლუკას სახარება 10:2უთხრა მათ: სამკალი ბევრია, მაგრამ ცოტანი არიან მომკალნი. მაშ, ევედრეთ სამკალის პატრონს, რათა მუშაკნი მოავლინოს თავის სამკალში.
- იერემია 3:15დაგიყენებთ ჩემი გულით ამორჩეულ მწყემსს და ის დაგმწყემსავთ თქვენ გონივრულად და ბრძნულად.
- თესალონიკელთა მიმართ ბ 3:1მაშ, ილოცეთ, ძმანო, ჩვენთვის, რათა სიტყვა ღვთისა განავრცოს და იდიდოს, როგორც თქვენ შორის,
- მოციქულთა საქმენი 13:2უფალს რომ მსახურებდნენ და მარხულობდნენ, უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რისთვისაც ვუხმე მათ.
- იოანე 20:21კვლავ უთხრა მათ იესომ: მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, ისე მე მიგავლენთ თქვენ.
- მოციქულთა საქმენი 8:4ხოლო მიმოფანტულნი დადიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას.
- ფსალმუნები 68:11უფალი იძლევა სიტყვას მახარობელთა დიდი გუნდისა.
განაგრძე კითხვა: მათეს სახარება 9
სრულად წაიკითხე: მათეს სახარება 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში