
ნაუმი 3:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები.
ნაუმი 3:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნაუმი 3:18 კონტექსტში
3:16მოვაჭრეები ცის ვარსკვლავებზე მეტად გაგიმრავლებია - კალია ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
3:17შენი მოხელეები ბოცომკალივითაა, შენი იასაულები; მოჭერი თიხა, მოზილე ალიზი, შეაკეთე სააგურე ძირას რომ იბუდებენ: მზე ამოვა და გაიფანტებიან, მათ კვალს ვეღარავინ მიაგნებს.
3:18ჩასძინებიათ შენს მწყემსებს, განისვენებენ შენი დიდებულები, მთებში გაფანტულა შენი ხალხი და არავინაა შემკრები.
3:19არ გიშუშდება ჭრილობა, გაგიარჯლდა წყლული. ვინც კი გაიგებს შენს ამბავს, ტაშს დაგცემს, რადგან ვის არ მისწვდენია შენი გამუდმებული სიავე?
პარალელური ადგილები: ნაუმი 3:18
- ფსალმუნები 76:5გაცოფდნენ გულმაგრები, ჩათვლიმეს, დაეძინათ და ვერც ერთმა მოლაშქრემ ვეღარ ჰპოვა ხელები თვისი.
- ფსალმუნები 76:6შენი შემოტევით, ღმერთო იაკობისა, რული მოერია ეტლსაც და ცხენსაც.
- იერემია 50:18ამიტომ ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, დავსჯი ბაბილონის მეფეს და მის ქვეყანას, როგორც აშურის მეფე დავსაჯე.
- ესაია 13:14შეიქნებიან დევნილი ქურციკებივით და უმწყემსოდ დარჩენილ ფარასავით; ყველა თავის ხალხს მიაშურებს, ყველა თავის ქვეყნისკენ გაიქცევა.
- იერემია 51:57დავათრობ მის მთავრებს და მის ბრძენებს, მის ნაცვლებს, მის განმგებლებს და მის მეომრებს; დაიძინებენ საუკუნო ძილით და ვერასოდეს გაიღვიძებენ, ამბობს მეფე, ცაბაოთ უფალია მისი სახელი.
- ეზექიელი 31:3აჰა, აშური კედარი იყო ლიბანში, რტომშვენიერი და ჩრდილოვანი ტევრი; ზრომაღალი იყო და ღრუბლებს სწვდებოდა მისი წვეროკინი;
- ეზექიელი 31:18რომელს ედარები დიდებით და სიდიადით ედემის ხეთა შორის? მაინც ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად ქვეშეთის ქვეყანაში და წინდაუცვლელთა შორის დაწვები, მახვილით განგმირულებთან ერთად. ეს არის ფარაონი და მთელი მისი სიმრავლე, ამბობს უფალი ღმერთი.
- ნაუმი 2:5გაიხსენებს თავის ძლიერებს, მაგრამ სრბოლისას წაიფორხილებენ, მიაწყდებიან კედლებს და საფარს მოაწყობენ.
განაგრძე კითხვა: ნაუმი 3
სრულად წაიკითხე: ნაუმი 3 · გახსენი ბიბლიის მკითხველში