
ნეემია 1:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
ნეემია 1:4 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 1:4 კონტექსტში
1:2ხანანი, ერთ-ერთი ჩემ მოძმეთაგანი, და სხვა რამდენიმე კაცი მოვიდა იუდადან. გამოვკითხე დარჩენილ იუდაელებზე, ტყვეობას რომ გადაურჩნენ, და იერუსალიმზე.
1:3მითხრეს: ის დარჩენილნი, ტყვეობას რომ გადურჩნენ იქ, ქვეყანაში, დიდ უბედურებაში და დამცირებაში არიან; დანგრეულია იერუსალიმის კედელი, მისი კარიბჭეები კი ცეცხლშია გადაბუგული.
1:4ეს სიტყვები რომ მოვისმინე, დავჯექი, ავტირდი და რამდენიმე დღე ვგლოვობდი, ვმარხულობდი და ვლოცულობდი ცათა ღმერთის წინაშე;
1:5ვეუბნებოდი: უფალო, ცათა ღმერთო, ღმერთო დიდებულო და საშინელო, რომელიც აღთქმასა და მადლს უნახავ შენს მოყვარულებს და შენი მცნებების დამმარხველთ!
1:6დაე, შენი ყური სმენად იყოს და შენი თვალნი გახელილი იყოს, რათა შეიწყნარო შენი მორჩილის ლოცვა, ახლა დღედაღამე რომ შენ წინაშე ლოცულობსისრაელიანთათვის - შენს მორჩილთათვის და აღიარებს ისრაელიანთა ცოდვებს, რომლებითაც შენ შეგცოდეს; მეც და ჩემმა მამისსახლმაც შევცოდეთ.
პარალელური ადგილები: ნეემია 1:4
- დანიელი 9:3პირი მივაქციე უფალი ღმერთისკენ და მივმართე ლოცვითა და ვედრებით, მარხვაში, ჯვალოში და ნაცარში;
- ფსალმუნები 137:1ბაბილონის მდინარეებთან ვისხედით და ვტიროდით, ოდეს გიგონებდით შენ, სიონო!
- ეზრა 10:1როცა ლოცულობდა ეზრა, როცა მტირალი და მონანული განრთხმული იყო ღვთის სახლის წინ, თავი მოეყარა მის გარშემო ისრაელიანთა დიდძალ კრებულს, კაცსა და ქალს, დიდსა და პატარას, და ცხარე ცრემლით ტიროდა ხალხი.
- ფსალმუნები 102:13შენ კი აღსდექ, შეიწყალე სიონი, რადგან ჟამია მისი შეწყალებისა, რადგან მოვიდა დრო.
- ფსალმუნები 102:14რადგან ისურვეს შენმა მორჩილებმა მისი ქვები და მისი მტვერი ენანებათ.
- ნეემია 2:4მითხრა მეფემ: ახლა რას ითხოვ? მე ვილოცე ცათა ღმერთის წინაშე.
- ფსალმუნები 69:9რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
- ფსალმუნები 69:10და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 1
სრულად წაიკითხე: ნეემია 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში