
ნეემია 10:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;
ნეემია 10:38 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 10:38 კონტექსტში
10:36ჩვენი ვაჟებიდან და პირუტყვიდან, რჯულში დაწერილის მიხედვით, პირმშოთა მიყვანა ჩვენი ღმერთის სახლში, ღვთის სახლში მომსახურე მღვდლებთან, ჩვენს პირველმოგებულ ხარებთან და ცხვრებთან ერთად.
10:37ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
10:38აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;
10:39რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
პარალელური ადგილები: ნეემია 10:38
- ნეემია 13:12მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.
- ნეემია 13:13საგანძურები ჩავაბარე შელემია მღვდელს, ცადოკ მწიგნობარს და ფედაია ლევიანს. მათთან ერთად ხანანს, მათანია ზაქურის ძის ძეს, რადგან ისინი ცნობილი იყვნენ ერთგულებით. მათ დაეკისრათ თავიანთი ძმებისთვის წილის მიცემა.
- რიცხვთა 18:26დაელაპარაკე ლევიანებს, უთხარი: როცა ისრაელიანთაგან აიღებთ მეათედს, რომელიც თქვენთვის მაქვს მათგან მოცემული თქვენს სამკვიდროდ, უფალს გადაუხადეთ მისგან ღალა - მეათედი მეათედიდან.
- რიცხვთა 18:28ასე, თქვენც გადაუხდით ღალას უფალს იმ მეათედიდან, რასაც ისრაელიანები მოგცემენ; მისგან გადაუხდით საუფლო ღალას აარონ მღვდელს.
- ნეშტთა შორისა ა 9:26რადგან კარისმცველთა ის ოთხი მეთაური, რომლებიც ლევიანები იყვნენ, მუდამ ოთახებთან და ღვთის სახლის საგანძურებთან იდგნენ.
- ნეშტთა შორისა ბ 31:11ბრძანა იეხიზკიაჰუმ, ოთახები მოემზადებინათ უფლის სახლში. და მოამზადეს.
- ნეშტთა შორისა ბ 31:12შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.
განაგრძე კითხვა: ნეემია 10
სრულად წაიკითხე: ნეემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში