
ნეემია 10:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
ნეემია 10:39 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 10:39 კონტექსტში
10:37ჩვენს პირველ ცომს, ჩვენს შესაწირავს, ყველა ხის ნაყოფს, მაჭარს და ზეითუნის ზეთს, მღვდლებს მივართმევთ, ჩვენი ღმერთის სახლის ოთახებში; ჩვენი მიწიდან მეათედს ლევიანებს მივუტანთ. ლევიანები მეათედს აიღებენ ყველა ჩვენი სამიწათმოქმედო ქალაქებიდან.
10:38აარონიანი მღვდელი იქნება ლევიანებთან, როცა ისინი ლევიანთა მეათედს აიღებენ. ლევიანები ამ მეათედიდან მეათედს ჩვენი ღმერთის სახლის საგანძურის ოთახებში აიტანენ;
10:39რადგან ამ ოთახებში უნდა მიიტანონ ისრაელიანებმა და ლევიანებმა შესაწირავი ხორბალი, მაჭარი და ზეითუნის ზეთი. იქ ინახება წმიდა ჭურჭელი; მოსამსახურე მღვდლები, კარისმცველნი და მგალობელნიც იქვე არიან. არ მივატოვებთ ჩვენი ღმერთის სახლს!
პარალელური ადგილები: ნეემია 10:39
- ნეშტთა შორისა ბ 31:12შეზიდეს პატიოსნად ძღვენი, მეათედი და შეწირულობანი. უფროსად იყო ლევიანი ქონანიაჰუ, მისი ძმა შიმყი მეორე კაცი იყო.
- ებრაელთა მიმართ 10:25ნუ მივატოვებთ ჩვენს შესაკრებელს, როგორც ზოგიერთებს სჩვევიათ, არამედ შევაგონოთ ერთმანეთს, და მით უფრო მეტად, რაც უფრო აშკარად გრძნობთ იმ დღის მოახლოებას.
- მეორე სთვლისაება 14:23და ჭამე უფლის, შენი ღმერთის წინაშე იმ ადგილას, რომელიც აირჩია მან თავისი სახელის დასავანებლად, ხორბლის, ღვინის და ზეთის მეათედი, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებული, რათა ისწავლო უფლის, შენი ღმერთის, შიში სამუდამოდ.
- მეორე სთვლისაება 14:27არ დაივიწყო შენს ქალაქში მცხოვრები ლევიანი, რადგან არა აქვს მას წილი და სამკვიდრო შენთან.
- ნეემია 13:10გავიგე, რომ ლევიანებს არ ეძლეოდათ წილი, და რომ ამის გამო ლევიანები და საქმის მკეთებელი მგალობელნი თავ-თავიანთ ყანებში იყვნენ გაფანტულნი.
- ნეემია 13:12მთელმა იუდამ დაიწყო ხორბლის, მაჭრისა და ზეითუნის ზეთის მეათედის მიტანა საგანძურებში.
- რიცხვთა 18:30უთხარი მათ: საუკეთესოს რომ გადაიხდით ღალად, კალოს შემოსავლად და საწნახლის შემოსავლად ჩაეთვლებათ ლევიანებს.
- მეორე სთვლისაება 12:17არა გაქვს უფლება, რომ ჭამდე შენს ქალაქებში შენი ხორბლის, ღვინისა და ზეთის მეათედს, შენი საქონლისა და ცხვრის პირველმოგებულს, აღთქმულ შესაწირავს, რომელიც აღთქმული გაქვს, შენს შესაწევარს, და შენს ხელის ძღვენს.
განაგრძე კითხვა: ნეემია 10
სრულად წაიკითხე: ნეემია 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში