
ნეემია 11:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული.
ნეემია 11:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 11:23 კონტექსტში
11:21შეწირულნი ყოფელში ცხოვრობდნენ; შეწირულთ ციხა და გიშფა ადგნენ თავს.
11:22ლევიანთა ხელისუფალი იერუსალიმში იყო ყუზია ძე ბანისა, ძე ხაშაბიასი, ძე მათანიასი, ძე მიქასი, იმ ასაფიანთაგან, რომელნიც მგალობლებად იყვნენ ღვთის სახლის სამსახურში.
11:23რადგან მეფის ბრძანება იყო მათზე, ყოველდღიური სარჩო იყო მგალობელთათვის დაწესებული.
11:24ფეთასია მეშაბელის ძეს, ზარას იუდას ძის ძეთაგანს, ყველა სახალხო საქმე მეფის მიერ ჰქონდა მინდობილი.
11:25თავიანთ სოფლებში და ყანებში იუდიანთაგან ცხოვრობდნენ კირიათ-ჰაარბაყში და მის დაბა-სოფლებში, დიბონში და მის დაბა-სოფლებში, იეკაბცელში და მის სოფლებში,
პარალელური ადგილები: ნეემია 11:23
- ეზრა 6:8ვიძლევი განკარგულებას იმის თაობაზე, თუ რა უნდა გაუკეთოთ იუდას უხუცესებს ღვთის სახლის ასაშენებლად: სამეფო ხაზინიდან და მდინარისგაღმა მხარის შემოსავლიდან სასწრაფოდ მიეცეს სახარჯოდ იმ ხალხს, რათა არ შეწყდეს მშენებლობა.
- ეზრა 6:9რაც საჭიროა, ხბორები იქნება, ვერძი თუ ბატკანი, ცათა ღვთისთვის აღსავლენად, ხორბალი, მარილი, ღვინო, ზეთი, როგორც იერუსალიმელი მღვდლები იტყვიან, მიეცეს მათ ყოველდღიურად, შეუწყვეტლივ,
- ეზრა 7:20შენი ღმერთის სახლის დანარჩენი სამსახურებელი ნივთი, რისი მიცემაც მოგესურვება, მიეცი სამეფო საგანძურიდან.
- ეზრა 7:24გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
- ნეემია 12:47ზერუბაბელისა და ნეემიას დღეებში მთელი ისრაელი ყოველდღიურად იძლეოდა მგალობელთა და კარისმცველთა წილს. შესაწირავს ლევიანებს აძლევდნენ, ლევიანები კი აარონიანებს აძლევდენ.
- ნეშტთა შორისა ა 9:33ხოლო მგალობელნი, ლევიანთა მამისსახლების თავკაცნი, ტაძრის ოთახებში საქმიანობისგან განთავისუფლებულნი იყვნენ, რადგან ისინი დღედაღამ თავიანთი საქმით იყვნენ დაკავებულნი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 11
სრულად წაიკითხე: ნეემია 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში