
ეზრა 7:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
ეზრა 7:24 · საქართველოს საპატრიარქო
ეზრა 7:24 კონტექსტში
7:22ვერცხლი ას ქანქარამდე, ხორბალი ას ქორამდე, ღვინო ას ბათამდე, ზეთი ას ბათამდე, და მარილი დაუწერელად.
7:23ყველაფერი, რაც კი ნაბრძანები აქვს ცათა ღმერთს, ბეჯითად უნდა გაკეთდეს ცათა ღმერთის სახლისათვის, რათა არ დაატყდეს მისი რისხვა სამეფოს, მეფეს და უფლისწულებს.
7:24გაცნობებთ, რომ არცერთ მღვდელს და ლევიანს, არც მგალობელს და შეწირულ კარისკაცს, ამ ღვთის სახლში მომსახურეს, არ დაეკისროს არც ხარკი, არც გადასახადი და არც ბეგარა.
7:25შენ კი, ეზრა, შენი ღმერთის სიბრძნით, რომელიც შენს ხელთაა, დაადგინე მსაჯულები და მოსამართლეები, რომლებიც სამართალს გაუჩენენ მთელ ერს, მდინარისგაღმელს, ყველას, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ.
7:26ყველა, ვინც არ შეასრულებს შენი ღმერთის რჯულს და მეფის რჯულს, დაუყოვნებლივ უნდა გასამართლდეს. ან სიკვდილით დაისაჯოს, ან მოიკვეთოს, ან დაჯარიმდეს და დატუსაღდეს.
პარალელური ადგილები: ეზრა 7:24
- ეზრა 7:7წავიდნენ ისრაელიანთაგან, მღვდელთაგან, ლევიანთაგან, მგალობელთაგან, კარისკაცთაგან და შეწირულთაგან იერუსალიმში მეფე ართახშასთას მეშვიდე წელს.
- ეზრა 4:13ახლა იცოდეს მეფემ, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, არც ხარკს, არც გადასახადს, არც ბეგარას არ გადაიხდის და სამეფო ხაზინას დააზარალებს.
- ეზრა 4:20ძლიერი მეფეები განაგებდნენ იერუსალიმს, ეპყრათ მთელი მდინარის გაღმა მხარე, ხარკი, გადასახადი და ბეგარა ეძლეოდათ მათ.
- ეზრა 2:36მღვდლები: იედაყიანები იესოს სახლიდან ცხრაას სამოცდაცამეტი,
- ეზრა 2:55სოლომონის მორჩილთა მოდგმა: სოტაიანები, სომერეთიანები, ფერუდაიანები,
განაგრძე კითხვა: ეზრა 7
სრულად წაიკითხე: ეზრა 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში