
ნეემია 12:26 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.
ნეემია 12:26 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:26 კონტექსტში
12:24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.
12:25მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
12:26ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.
12:27იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.
12:28შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,
პარალელური ადგილები: ნეემია 12:26
- ნეემია 8:9ნეემიამ, განმგებელი რომ იყო, ეზრამ, მღვდელმა და მწიგნობარმა, და ლევიანებმა, ხალხს რომ მოძღვრავდნენ, უთხრეს მთელ ხალხს: ეს დღე წმიდაა უფლისთვის, თქვენი ღმერთისთვის, ნუ იგლოვებთ და ნუ იტირებთ! (რადგან რჯულის სიტყვების გამგონე, მთელი ხალხი ქვითინებდა).
- ეზრა 7:11აჰა, პირი წერილისა, რომელიც მისცა მეფე ართახშასთამ ეზრას - მღვდელს, მწიგნობარს, უფლის მცნებათა და წესთა მოძღვარს ისრაელში:
- ეზრა 7:6ეს ეზრა წამოვიდა ბაბილონიდან. იგი იყო მწიგნობარი, მოსეს რჯულში ჩახედული, რომელიც მისცა უფალმა, ისრაელის ღმერთმა. შეუსრულა მას მეფემ ყველა სათხოვარი, რადგან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში