
ნეემია 12:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
ნეემია 12:25 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:25 კონტექსტში
12:23ლევის ძენი, მამისსახლთა თავკაცები, მატიანეთა წიგნში ჩაწერილნი არიან იოხანან ელიაშიბის ძის დღეებამდე.
12:24ლევიანთა თავკაცები: ხაშაბია, შერებია, იესო კადმიელის ძე და მისი ძმები, იდგნენ მათ მოპირდაპირე მხარეზე, რათა რიგ-რიგობით ექოთ და ედიდებინათ დავითის, ღვთისკაცის დადგენილი წესით.
12:25მათანა, ბაკბუკია, ყობადია, მეშელამი, ტალმონი, ყაკუბი, გუშაგები და კარისმცველები კარიბჭეების ზღურბლებთან ყარაულობდნენ.
12:26ისინი ცხოვრობდნენ იოაკიმ იეშეაყ იოცდაკის ძის ვაჟის, ნეემია ოლქის მთავრის და ყეზრა მღვდლისა და მწიგნობრის დროს.
12:27იერუსალიმის კედლის კურთხევისას დაძებნეს ლევიანები ყველა მათ ადგილებში იერუსალიმს მოსაყვანად, რათა კედლის სატფურება ეზეიმათ სიხარულით, სამადლობლებით, წინწილებზე, ქნარებზე და ებნებზე სიმღერით.
პარალელური ადგილები: ნეემია 12:25
- ნეშტთა შორისა ა 23:32რომ დაიცვან დადგენილება სადღესასწაულო კარვის შესახებ, დადგენილება საწმიდარის შესახებ და დადგენილება აარონიანთა, მათი ძმების შესახებ, უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
- ნეშტთა შორისა ა 26:12კარისმცველთა დასს, მოყმეთა თავკაცებს ჩაბარდათ დაცვა თავიანთ ძმებთან ერთად უფლის სახლში სამსახურის გასაწევად.
- ნეემია 12:8ლევიანები: იესო, ბინუი, კადმიელი, შერებია, იუდა და მათანია, რომელიც სამადლობელ გალობას ხელმძღვანელობდა თავის ძმებთან ერთად.
- ნეემია 12:9ბავბუკია, ყუნი, მათი ძმები მათ მოპირდაპირე მხარეზე გუშაგობდნენ.
- ესაია 21:8იყვირა მჭვრეტელმა; საყარაულო კოშკზე ვდგავარ, უფალო, დღენიადაგ და ჩემს სადარაჯოზე ვარ მთელი ღამეები.
- ნეემია 11:17მათანია მიქას ძე, ზაბდის ძე, ასაფის ძე, ლოცვისას სადიდებლის მთავარი დამწყები, ბაკბუკია, მისი მეორე ძმა, ყაბდა შამუაყის ძე, გალადის ძე, იედუთუნის ძე.
- ნეემია 11:19კარისმცველნი: ყაკუბი, ტალმონი და მათი ძმები, კარიბჭეებს რომ იცავდნენ, ას სამოცდათორმეტნი იყვნენ.
- ნეშტთა შორისა ა 9:14ლევიანთაგან: შემაყია ძე ხაშუბისა, ძე ყაზრიყამისა, ძე ხაშაბიასი - მერარას ძეთაგან,
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში