
ნეემია 12:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.
ნეემია 12:30 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 12:30 კონტექსტში
12:28შეიკრიბნენ მგალობელთა ძენი იერუსალიმის სანახებიდან და ნეტოფათელთა სოფლებიდან,
12:29ბეთ-ჰაგილგალიდან და გებაყისა და ყაზმავეთის მინდვრებამდე; რადგან მგალობლებმა იერუსალიმის სანახებში გაიშენეს სოფლები.
12:30განიწმიდნენ მღვდლები, ლევიანები და ხალხი, კარიბჭეები და კედელი აკურთხეს.
12:31კედელთან მოვუხმე იუდას მთავრებს; დავაყენე ორი დიდი გუნდი შემოსავლელად, ერთი კედლის მარჯვენა მხარეს, მეორე სანაგვის კარიბჭესთან.
12:32მათ უკან მისდევდნენ ჰოშაყია და იუდას მთავართა ნახევარი,
პარალელური ადგილები: ნეემია 12:30
- ნეშტთა შორისა ბ 29:5უთხრა მათ: მისმინეთ, ლევიანებო! ახლა კი განიწმიდენით და განწმიდეთ უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის სახლი, გამოიტანეთ უწმიდურება საწმიდრიდან.
- იობი 1:5როცა ჩამოთავდებოდა ლხინის დღეები, გაგზავნიდა იობი და განწმედდა მათ; ადგებოდა დილაადრიანად, აღავლენდა აღსავლენ მსხვერპლს მათი რიცხვისდა მიხედვით, რადგან ფიქრობდა იობი, ვაითუ რამე შესცოდესო ჩემმა ვაჟებმა და დაჰგმესო ღმერთი თავიანთ გულში. მუდამ ასე იქცეოდა იობი.
- გამოსვლა 19:10უთხრა უფალმა მოსეს: წადი ხალხში და განწმიდე ისინი დღეს და ხვალ, სამოსელი გაირეცხონ.
- ეზრა 6:21ჭამდნენ გადასახლებიდან დაბრუნებული ისრაელიანები და ყველანი, ვინც განუდგა მათთან ერთად ქვეყნის ერის ბიწიერებას, რათა შევრდომოდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
- რიცხვთა 19:2აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
- რიცხვთა 19:20თუ ვინმე გაუწმიდურებულია და არ ჩამოირეცხავს ცოდვას, უნდა მოიკვეთოს იგი საზოგადოებიდან, რადგან წაბილწა უფლის საწმიდარი: გამაწმიდავებელი წყალი არ უსხურებია, უწმიდურია იგი.
- ებრაელთა მიმართ 5:1რადგანაც ყოველი მღვდემლთავარი კაცთაგან არჩეულია და კაცთათვისვე დადგენილი ღვთისმსახურად, რათა სწირავდეს მსხვერპლსა და შესაწირავს ცოდვებისათვის.
- გამოსვლა 19:15უთხრა ხალხს: ზეგისათვის გაემზადეთ, დედაკაცს არ მიეკაროთ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 12
სრულად წაიკითხე: ნეემია 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში