
რიცხვთა 19:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
რიცხვთა 19:2 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 19:2 კონტექსტში
19:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:
19:2აჰა, წესი რჯულისა, რომელიც უფალმა ბრძანა: უთხარი ისრაელიანებს, გამოარჩიონ ვეჟანა, საღი ფური, რომელსაც ნაკლი არა აქვს და უღელი არ სდგმია;
19:3მიეცით ელეაზარ მღვდელს, რომ გაიყვანოს ბანაკის გარეთ და დაკლან მის თვალწინ.
19:4ამოაწოს ელეაზარ მღვდელმა თითები სისხლში და შვიდგზის ასხუროს სისხლი სადღესასწაულო კარვის წინა მხარეს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 19:2
- მეორე სთვლისაება 21:3რომელი ქალაქიც ახლოს აღმოჩნდება მოკლულთან, აიღონ მისმა უხუცესებმა უშობელი, რომელიც არ უმუშავებიათ, რომელსაც არ უტარებია უღელი,
- პეტრეს ეპისტოლე ა 1:19არამედ უმანკო და უბიწო ტარიგის - ქრისტეს ძვირფასი სისხლით,
- მეფეთა ა 6:7ახლა ადექით და ერთი ახალი ურემი გააკეთეთ, გამოარჩიეთ ორი მეწველი, უღელდაუდგმელი ფური და შეაბით ფურები ურემში, ხბორები კი მოაცილეთ და სახლში გაგზავნეთ.
- ლევიანი 22:20არ შესწიროთ საკლავი, რომელსაც რაიმე ნაკლი აქვს, რადგან ვერ დამწყალობნდებით.
- ლევიანი 22:25უცხოელის ხელიდან მოცემულ პურს ნუ შესწირავთ თქვენს ღმერთს, რადგან გაფუჭებულია, ნაკლი აქვს. არ დამწყალობნდებით.
- ფილიპელთა მიმართ 2:6რომელსაც, თუმცა ღვთის ხატი იყო, ნაძარცვად არ შეურაცხავს ღვთის სწორად ყოფნა.
- ფილიპელთა მიმართ 2:8თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა თვით სიკვდილამდე, ჯვარცმით სიკვდილამდე.
- პეტრეს ეპისტოლე ა 2:22არც შეუცოდავს და არც დასჩენია ზაკვა მის ბაგეს,
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 19
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 19 · გახსენი ბიბლიის მკითხველში