
ნეემია 13:1 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.
ნეემია 13:1 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:1 კონტექსტში
13:1იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.
13:2ეს იმის გამო, რომ ისინი ისრაელიანებს პურითა და წყლით კი არ შეეგებნენ, არამედ მის წინააღმდეგ მოისყიდეს ბალაამი, რომ შეეჩვენებინა ისინი. ჩვენმა ღმერთმა კი ეს შეჩვენება კურთხევად მოაქცია.
13:3ეს რჯული რომ მოისმინეს, ყველა სხვა თესლ-ტომი გამოარიდეს ისრაელს.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:1
- მეორე სთვლისაება 23:3ვერ შევლენ ყამონელები და მოაბელები უფლის საკრებულოში, მათი მეათე თაობაც კი ვერასოდეს შევა უფლის საკრებულოში.
- მეორე სთვლისაება 23:5არ ინება უფალმა, შენმა ღმერთმა, ესმინა ბალაამისთვის და კურთხევად შეგიცვალა წყევლა უფალმა, შენმა ღმერთმა, რადგან უყვარხარ უფალს, შენს ღმერთს.
- ნეემია 9:3იდგნენ თავ-თავიანთ ადგილას, დღის მეოთხედში და უფლის, თავიანთი ღმერთის რჯულის წიგნს კითხულობდნენ, მეორე მეოთხედში კი აღსარებას ამბობდნენ და თაყვანს სცემდნენ უფალს, თავიანთ ღმერთს.
- მეორე სთვლისაება 31:11როცა გამოცხადდება მთელი ისრაელი უფლის, შენი ღმერთის, წინაშე იმ ადგილზე, რომელსაც აირჩევს იგი, წაიკითხე ეს რჯული მთელი ისრაელის გასაგონად.
- მეორე სთვლისაება 31:12შეკრიბე ხალხი, კაცები, ქალები და ბავშვები, მდგმურები, რომლებიც შენს კარზე ცხოვრობენ, რომ გაიგონონ, რომ ისწავლონ და ეშინოდეთ უფლის, შენი ღმერთისა, დაიცვან და შეასრულონ ამ რჯულის ყოველი სიტყვა.
- ნეემია 13:23იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
- ეზექიელი 25:1იყო უფლის სიტყვა ჩემს მომართ ნათქვამი:
- ეზექიელი 25:11მსჯავრს დავდებ მოაბს და მიხვდებიან, რომ უფალი ვარ.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში