
ნეემია 13:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
ნეემია 13:23 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:23 კონტექსტში
13:21ვამხილე ისინი და ვუთხარი: კედელთან რატომ ათევთ ღამეს? თუ კიდევ მოიქცევით ასე, ხელს აღვმართავ თქვენზე. მას აქეთ შაბათ დღეს აღარ მოსულან.
13:22ვუბრძანე ლევიანებს, რომ სუფთად ყოფილიყვნენ და კარიბჭეთა დასაცავად მოსულიყვნენ, რათა წმიდად შეენახათ შაბათი დღე. ამის გულისთვისაც გამიხსენე, ღმერთო ჩემო, და დამიცავი შენი დიდი მოწყალებით!
13:23იმავ დღეებში ვნახე, რომ იუდაელებს აშდოდელი, ყამონელი და მოაბელი ქალები მოჰყავდათ ცოლებად;
13:24და მათი შვილების ნახევარი ან აშდოდურად, ანდა სხვა რომელიმე ხალხის ენაზე ლაპარაკობდა, იუდაური ენა კი აღარ იცოდა.
13:25დავტუქსე ისინი, ვწყევლე, ვურტყი ზოგიერთ მათგანს და თმა-წვერი ვაგლიჯე. ღმერთზე დავაფიცე, რომ თავიანთ ასულებს მათ ვაჟებს არ მიათხოვებდნენ და მათ ასულებს თავიანთ ვაჟებს არ შერთავდნენ და არც თავად არ მოიყვანდნენ.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:23
- ეზრა 9:1ეს ყველაფერი რომ დასრულდა, მოვიდნენ ჩემთან თავკაცები და მითხრეს: არ განდგომიან ისრაელის ერი, მღვდლები და ლევიანები ამ ქვეყნების ხალხთა - ქანაანელთა, ხეთელთა, ფერიზეველთა, იებუსელთა, ყამონელთა, მოაბელთა, ეგვიპტელთა და ამორეველთა სიბილწეებს;
- ეზრა 9:2რადგან მოიყვანეს მათი ასულები თავისთვის და თავისი ვაჟიშვილებისთვის, და შეერია წმიდა თესლი ამ ქვეყნების ხალხებს. მთავარი ხელი ამ დანაშაულში თავკაცებისა და წინამძღოლებისაა.
- ნეემია 10:30რომ ჩვენს ასულებს უცხო ქვეყნის ხალხებს არ გავატანდით, და არც მათ ასულებს შევრთავდით ჩვენს ვაჟებს.
- ეზრა 10:10ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხოელი ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ.
- ნეემია 13:1იმ დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხეს მოსეს წიგნი და მასში ჩაწერილი აღმოჩნდა, რომ უკუნისამდე ვერ შევლენ ყამონელნი და მოაბელნი ღვთის კრებულში.
- კორინთელთა მიმართ ბ 6:14ნუ შეებმებით უცხო უღელში ურწმუნოებთან ერთად; ვინაიდან რა აკავშირებს სამართლიანობასა და ურჯულოებას? რაა საერთო ნათელსა და ბნელს შორის?
- ეზრა 10:44ამათ ყველას უცხოელი ცოლები ესვათ და ზოგიერთ მათგანს შვილებიც ჰყავდა შეძენილი.
- მეფეთა ა 5:1ხელთ იგდეს ფილისტიმელებმა ღვთის კიდობანი და ებენ-ყეზერიდან აშდოდში წაიღეს.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში