
ნეემია 13:29 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს.
ნეემია 13:29 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 13:29 კონტექსტში
13:27სად გაგონილა ამდენი ბოროტების კეთება და ამოდენა ცოდვის ჩადენა ჩვენი ღმერთის წინააღმდეგ, უცხოელ ცოლებთან წოლით?
13:28იოიადაყის, ელიაშიბ მღვდელმთავრის ძის, ძეთაგან ერთ-ერთი სანბალატ ხორონელის სიძე იყო; თავიდან მოვიშორე იგი.
13:29ღმერთო ჩემო, გაუხსენე მათ, ვინც მღვდელმსახურება და მღვდელთა და ლევიანთა აღთქმა შელახეს.
13:30გავწმიდე ისინი ყოველივე უცხოურისგან; მღვდლებს და ლევიანებს სამსახური აღვუდგინე თავთავიანთ საქმეში.
13:31ვიზრუნე დაწესებული დროისთვის შეშისა და პირველმოწეული ნაყოფის მოტანისთვის. ღმერთო ჩემო, სასიკეთოდ გამიხსენე.
პარალელური ადგილები: ნეემია 13:29
- ნეემია 6:14ღმერთო ჩემო, მათი ამ საქმეებისაებრ გაიხსენე ტობია და სანბალატი, აგრეთვე ნოყადია, წინასწარმეტყველი ქალი, და სხვა დანარჩენი წინასწარმეტყველები, მე რომ მაშინებდნენ.
- რიცხვთა 16:9ნუთუ გეცოტავებათ, ისრაელის ღმერთმა რომ გამოგყოთ ისრაელის საზოგადოებიდან და დაგიახლოვათ, რათა შეგესრულებინათ საუფლო კარვის სამსახური და მდგარიყავით საზოგადოების წინაშე მისდა სამსახურად?
- რიცხვთა 16:10დაგიახლოვათ შენ და მთელი შენი საძმო, ლევიანები, შენთან ერთად. ახლა მღვდლობასაც ესწრაფით?
- ლევიანი 21:1უთხრა უფალმა მოსეს: გამოუცხადე მღვდლებს, აარონის შვილებს, და უთხარი მათ: არავინ გაიბინძუროს თავი თავის ხალხში მკვდრის შეხებით.
- ლევიანი 21:7ბოზი და გარყვნილი არ უნდა ითხოვონ ცოლად; არც ქმარს გაცილებული არ უნდა ითხოვონ, რადგან წმიდა არის იგი თავისი ღვთისთვის.
- რიცხვთა 25:12ამიტომ უთხარი: აჰა, მე ვაძლევ მას ზავის აღთქმას.
- რიცხვთა 25:13იყოს მისთვის და მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმად იმის სანაცვლოდ, რომ შურით აღივსო თავისი ღმერთის გამო და გამოითხოვა ისრაელის პატიება.
- მალაქია 2:4მიხვდებით, რომ მე გამოგიგზავნეთ ეს მცნება ლევიანებთან ჩემი აღთქმის შესანარჩუნებლად, ამბობს ცაბაოთ უფალი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 13
სრულად წაიკითხე: ნეემია 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში