
ნეემია 5:16 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.
ნეემია 5:16 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 5:16 კონტექსტში
5:14იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.
5:15წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.
5:16ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.
5:17ჩემს სუფრასთან ასორმოცდაათი კაცი მყავდა: იუდაელები, თავკაცები და ჩვენს გარშემო მცხოვრები ხალხიდან მოსულნი.
5:18აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის განმავლობაში ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.
პარალელური ადგილები: ნეემია 5:16
- გალატელთა მიმართ 6:9სიკეთის ქმნა ნუ მოგვბეზრდება, რადგანაც თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვიქანცეთ.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:5ამიტომ, როგორც მოგეხსენებათ, არასოდეს გვიხმარია ლიქნის სიტყვა და არც ანგარებისთვის მიგვიმართავს, ღმერთია მოწმე.
- თესალონიკელთა მიმართ ა 2:6არც ვეძებთ კაცთაგან დიდებას, არც თქვენგან და არც სხვებისგან.
- კორინთელთა მიმართ ა 15:58ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, მტკიცენი იყავით, ურყევნი და უფლის საქმეში მარად მოუღლელნი; იცოდეთ, რომ თქვენი შრომა ფუჭი როდია უფლის წინაშე.
- მოციქულთა საქმენი 20:33არც ვისიმე ოქრო-ვერცხლი მინატრია და არც სამოსი.
- მოციქულთა საქმენი 20:35ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ სწორედ ამნაირი შრომით უნდა შეეწიოთ უმწეოთ და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვები, როგორც თავად თქვა: გაცემა უფრო დიდი ნეტარებაა, ვიდრე მიღება.
- ფილიპელთა მიმართ 2:20რადგანაც სხვა არავინ მყავს ჩემი სულის თანაზიარი, მასავით წრფელად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
- ფილიპელთა მიმართ 2:21ვინაიდან ყველა თავისას ეძებს და არა იესო ქრისტესას.
განაგრძე კითხვა: ნეემია 5
სრულად წაიკითხე: ნეემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში