
ნეემია 5:18 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის განმავლობაში ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.
ნეემია 5:18 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 5:18 კონტექსტში
5:16ამავე დროს კედელზე მუშაობას ვაგრძელებდი. ყანას აღარ ვყიდულობდით და ჩემი ბიჭებიც იქ გროვდებოდნენ სამუშაოდ.
5:17ჩემს სუფრასთან ასორმოცდაათი კაცი მყავდა: იუდაელები, თავკაცები და ჩვენს გარშემო მცხოვრები ხალხიდან მოსულნი.
5:18აი, რა მზადდებოდა ერთი დღისთვის: ერთ ხარს, ექვს გამორჩეულ ცხვარს და ფრინველებს მიმზადებდნენ. ათი დღის განმავლობაში ბევრი ნაირგვარი ღვინო იხარჯებოდა. ამასთან ერთად ოლქის განმგებლის პურს არ ვითხოვდი, რადგან მძიმე იყო ამ ხალხის სამუშაო.
5:19ყველაფერი სასიკეთოდ გამიხსენე, ღმერთო ჩემო, რაც ამ ხალხისთვის გამიკეთებია.
პარალელური ადგილები: ნეემია 5:18
- ფსალმუნები 37:21ბოროტი ისესხებს და არ გადაიხდის, მართალი კი შეიბრალებს და მისცემს.
- ფსალმუნები 37:26ყოველდღე მოწყალებას გაიღებს და გაასესხებს, და მისი შთამომავალი კურთხეულია.
- ნეემია 5:14იმ დღიდან, რაც მეფემ იუდას ქვეყანაში ოლქის განმგებლობა მიბრძანა, მეფე ართახშასთას მეოცე წლიდან ოცდამეთორმეტე წლამდე - თორმეტი წლის განმავლობაში მე ჩემს მოძმეებთან ერთად ოლქის განმგებლის პური არ მიჭამია.
- ნეემია 5:15წინანდელი ოლქის განმგებელნი, ჩემამდე რომ იყვნენ, ამძიმებდნენ ხალხს და, ორმოცი შეკელის გარდა, პურს და ღვინოსაც ართმევდნენ; ამის გარდა, მათი ნაშიერები ხალხზე ბატონობდნენ. მე კი, ღვთის შიშის გამო, ასე არ ვიქცეოდი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 5
სრულად წაიკითხე: ნეემია 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში