გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 6:17 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 6:17

იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ;

ნეემია 6:17 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 6:17 კონტექსტში

6:15ელულის თვის ოცდამეხუთე დღეს დასრულდა კედელი - ორმოცდათორმეტ დღეში.

6:16როცა ეს ყველაფერი ჩვენმა მტრებმა გაიგეს და ჩვენს გარშემო მცხოვრებმა ხალხებმა დაინახეს, დიდად დამცირდნენ საკუთარ თვალში და მიხვდნენ, რომ ჩვენი ღმერთის მიერ იყო ეს საქმე გაკეთებული.

6:17იმავე დღეებში დიდებულები იუდადან წერილებს უგზავნიდნენ ტობიას, ტობიასგან კი მათ მოსდიოდათ;

6:18რადგან იუდაში მრავალი იყო მასთან ფიცით შეკრული, რაკი იგი შექანია არახის ძის სიძე იყო, ხოლო მისმა ძემ, იოხანანმა, მეშელამ ბარექიას ძის ასული შეირთო.

6:19მის სიკეთეს ამბობდნენ ჩემ წინაშე, ჩემი სიტყვები კი მასთან მიჰქონდათ. ტობია კი წერილებს მიგზავნიდა, რომ დავეშინებინე.

პარალელური ადგილები: ნეემია 6:17

განაგრძე კითხვა: ნეემია 6

სრულად წაიკითხე: ნეემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში