
ნეემია 6:2 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.
ნეემია 6:2 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 6:2 კონტექსტში
6:1როდესაც სანბალატმა, ტობიამ, გეშემ არაბმა და სხვა დანრჩენმა მტრებმა შეიტყვეს, რომ კედელი ავაშენე და ზედ ბზარი არ დამიტოვებია (თუმცა საიმდროოდ ჯერ კიდევ არ მქონდა კარიბჭეში კარი ჩაყენებული),
6:2სანბალატმა და გერშომმა კაცი გამომიგზავნეს და შემომითვალეს: წამო და ერთად შევიყაროთ ონოს ხეობის რომელიმე სოფელში. განზრახული ჰქონდათ, ჩემთვის ბოროტება შეემთხვიათ.
6:3მოციქულები გავუგზავნე და დავაბარე: დიდ საქმეს ვაკეთებ და არ შემიძლია ჩამოსვლა. რისთვის უნდა შეჩერდეს საქმე, როცა მივატოვებ მას და თქვენთან ჩამოვალ-მეთქი?
6:4ამგვარი სიტყვა ოთხჯერ შემომითვალეს და იგივე პასუხი დავუბრუნე.
პარალელური ადგილები: ნეემია 6:2
- ნეშტთა შორისა ა 8:12ელფაყალიანები: ყებერი, მიშყამი, შემერი. მან ააშენა ონო და ლოდი თავისი დაბა- სოფლებით.
- ფსალმუნები 37:12ცუდი განზრახვა აქვს ბოროტს მართლის მიმართ და კბილებს აღრჭენს მის წინააღმდეგ.
- ნეემია 11:35ლოდში და ონოში, ხარაშიმის ხევში.
- ეკლესიასტე 4:4ისიცა ვნახე, რომ სიბეჯითე ყველა საქმეში მხოლოდ ერთურთის შურით არის გამოწვეული. ამაოება ყოფილა ესეც და ქარის დევნა.
- ფსალმუნები 37:32ბოროტი უთვალთვალებს წმიდანს და მის მოკვლას აპირებს.
- მეფეთა ბ 3:27როცა დაბრუნდა აბნერი ხებრონს, გაიხმო იგი იოაბმა კარიბჭის შიგნით, თითქოს განმარტოებით საუბარი სურდა მასთან, და მუცელში ჩასცა მახვილი. მოკვდა იგი იოაბის ძმის, ყასაელის სისხლის წილ.
- ეზექიელი 33:31მოდიან შენთან, როგორც ხალხი მოდის; ჯდება შენ წინაშე ეს ჩემი ხალხი და ისმენს შენს სიტყვებს, მაგრამ არ ასრულებს მათ; სალაღობოდ აქცევენ მათ თავიანთ ბაგეებში, ანგარებისკენ მიუდითი გული.
- მეფეთა ბ 20:9უთხრა იოაბმა ყამასას: ხომ მშვიდობით ხარ, ძმაო? და წვერზე მოჰკიდა იოაბმა ყამასას მარჯვენა ხელი საკოცნელად.
განაგრძე კითხვა: ნეემია 6
სრულად წაიკითხე: ნეემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში