გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

ნეემია 6:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

ნეემია 6:9

ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.

ნეემია 6:9 · საქართველოს საპატრიარქო

ნეემია 6:9 კონტექსტში

6:7წინასწარმეტყველებიც დაგიყენებია, რომ იერუსალიმში იქადაგონ და თქვან: იუდაშიაო მეფე. ახლა, მეფის ყურამდე მივა ეს სიტყვები. ამიტომ მოდი და ერთად მოვითათბიროთ.

6:8გავუგზავნე კაცი და შევუთვალე: ასეთი სიტყვები არ თქმულა, შენ რომ ამბობ, და შენი ჭკუით მოიგონე-მეთქი ეგენი.

6:9ყველანი გვაშინებდნენ და ამბობდნენ: ხელები ჩამოუცვივათ საქმიდან და ვეღარც დაასრულებენ. გევედრები, გაამაგრე ახლა ჩემი ხელები.

6:10შემაყიას, დელაია მეჰეტაბელის ძის ვაჟის სახლში შევედი, ჩაკეტილი დამიხვდა; მითხრა: ერთად წავიდეთ ღვთის სახლში, შუაგულ ტაძარში და ჩავკეტოთ ტაძრის კარი, რადგან შენს მოსაკლავად მოვლენ, სწორედ ამაღამ მოვლენ შენს მოსაკლავადო.

6:11ვუთხარი: ჩემნაირი კაცი როგორ უნდა გაიქცეს? ანდა ჩემნაირი კაცი სიცოცხლის გადასარჩენად ტაძარში როგორ შევა? არ წამოვალ-მეთქი.

პარალელური ადგილები: ნეემია 6:9

განაგრძე კითხვა: ნეემია 6

სრულად წაიკითხე: ნეემია 6 · გახსენი ბიბლიის მკითხველში