
ფსალმუნი 138:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
ფსალმუნი 138:3 · საქართველოს საპატრიარქო
ფსალმუნი 138:3 კონტექსტში
138:1დავითისა. გადიდებ მთელი ჩემი გულით, ღმერთების წინაშე გიგალობებ შენ.
138:2თაყვანს ვცემ შენს წმიდა ტაძარს და ვადიდებ შენს სახელს შენი წყალობისა და შენი ჭეშმარიტების გამო, რადგან განადიდე შენს ყოველ სახელზე მეტად ნათქვამი შენი.
138:3რომელ დღესაც მოგიხმე, მიპასუხე, მხნეობად მიეც ჩემს სულს სიძლიერე.
138:4განგადიდებენ, უფალო, ყოველნი მეფენი ქვეყნიერებისა, როცა მოისმენენ ნათქვამს შენი პირისა.
138:5და უგალობებენ უფლის გზასავალს, რადგან დიდია პატივი უფლისა.
პარალელური ადგილები: ფსალმუნი 138:3
- ფსალმუნები 34:4მე მოვიძიე უფალი და მიპასუხა და გამომიხსნა ყველა ჩემი განსაცდელისგან.
- ფსალმუნები 34:6აგერ გლახაკმა მოუხმო და უფალმა მოისმინა და ყველა გასაჭირისაგან იხსნა.
- პეტრეს ეპისტოლე ა 5:10ხოლო ღმერთი ყოველი მადლისა, თავისდა სადიდებლად რომ გიხმოთ იესო ქრისტეს მიერ, თქვენი ხანმოკლე ტანჯვის შემდეგ თვითონვე სრულგყოფთ, დაგამკვიდრებთ, გაგაძლიერებთ და განგამტკიცებთ.
- ფსალმუნები 18:6შუა მოვექეც ბორკილებში ჯოჯოხეთისა და წინ სიკვდილის ხაფანგები გადამეღობა.
- ზაქარია 10:12გავაძლიერებ მათ უფალში და ივლიან მისი სახელით, ამბობს უფალი.
- ესაია 40:29ის აღონიერებს დაღლილ-დაქანცულს და უძლურს ძალას ჰმატებს.
- ესაია 40:31უფლის მოსავნი კი განიახლებენ ძალას, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლენ და არ დაიქანცებიან.
- ესაია 12:2აჰა, ღმერთია ჩემი ხსნა, ვესავ და არ მეშინია, რადგან უფალია ჩემი ძალა და სიმღერა, უფალი! ის იყო ჩემი მხსნელი.
განაგრძე კითხვა: ფსალმუნი 138
სრულად წაიკითხე: ფსალმუნი 138 · გახსენი ბიბლიის მკითხველში