
ნეემია 7:67 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ყმებისა და მხევლების გარდა; ისინი სულ შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ. მათგან ორას ორმოცდახუთი მგალობელი ქალი და კაცი იყო.
ნეემია 7:67 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 7:67 კონტექსტში
7:65განმგებელმა ისინი გააფრთხილა, რომ წმიდათა წმიდადან არ ეჭამათ, ვიდრე მღვდელი არ დადგებოდა ურიმითა და თუმიმით.
7:66მთელ კრებულში ერთიანად ორმოცდაორი ათსამასსამოცნი იყვნენ,
7:67ყმებისა და მხევლების გარდა; ისინი სულ შვიდიათას სამას ოცდაჩვიდმეტნი იყვნენ. მათგან ორას ორმოცდახუთი მგალობელი ქალი და კაცი იყო.
7:68მათ ჰყავდათ შვიდას ოცდათექვსმეტი ცხენი, ორას ორმოცდახუთი ჯორი,
პარალელური ადგილები: ნეემია 7:67
- ეზრა 2:65გარდა მათ ყმათა და მხევალთა; ესენი იყვნენ შვიდი ათას სამას ოცდაჩვიდმეტი, მათ შორის მგალობელი კაცები და მგალობელი ქალები - სულ ორასი სული.
- ესაია 45:1ასე უთხრა უფალმა თავის ცხებულს, კიროსს, რომლის მარჯვენა მიჭირავს, რათა ხალხები დავამხო მის წინაშე და სარტყელი შევუხსნა მეფეებს, რათა კარიბჭენი გაიხსნას მის წინაშე და ჭიშკრები არ ჩაიკეტოს.
- ესაია 45:2მე წაგიძღვები და ოღრო-ჩოღროებს გავასწორებ, სპილენძის კარებს შევლეწავ და რკინის ურდულებს დავამტვრევ,
- იერემია 27:7ყველა ხალხი დაემორჩილება მას, მის შვილს და მის შვილთაშვილს, ვიდრე არ დაუდგება ჟამი მის ქვეყანასაც, როცა დაიმორჩილებენ მრავალრიცხოვანი ხალხები და დიდი მეფეები.
განაგრძე კითხვა: ნეემია 7
სრულად წაიკითხე: ნეემია 7 · გახსენი ბიბლიის მკითხველში