
ნეემია 9:15 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის.
ნეემია 9:15 · საქართველოს საპატრიარქო
ნეემია 9:15 კონტექსტში
9:13სინაის მთაზე ჩამოხველ, ზეციდან ელაპარაკე მათ და სწორი სამართალი, ჭეშმარიტი რჯულნი, კეთილი წესები და მცნებები მიეცი.
9:14ასწავლე მათ შენი წმიდა შაბათი; მცნებები, წესები და რჯული დაუწესე შენი მორჩილის, მოსეს ხელით.
9:15პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის.
9:16მათაც და ჩვენმა მამა-პაპამაც შესცოდეს, გაიფიცხეს ქედი და ყურს აღარ უგდებდნენ შენს მცნებებს;
9:17არც გაგონება ინდომეს, არც ის შენი საკვირველებანი გაიხსენეს, მათ რომ გაუკეთე. ქედი გაიფიცხეს და თავიანთი ურჩობით ბელადი დაიყენეს მონობაში დასაბრუნებლად. მაგრამ შენ ღმერთი ხარ, შემნდობი, მოსიყვარულე და გულმოწყალე; რისხვისას დინჯი ხარ, წყალობის გაღებისას კი უხვი, ამიტომაც არ მიატოვე ისინი.
პარალელური ადგილები: ნეემია 9:15
- კორინთელთა მიმართ ა 10:3და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ საჭმელს ჭამდნენ.
- კორინთელთა მიმართ ა 10:4და ყველანი ერთსა და იმავე სულიერ სასმელს სვამდნენ, რადგანაც სვამდნენ სულიერი კლდიდან, თან რომ მიჰყვებოდა მათ; ხოლო ეს კლდე იყო ქრისტე.
- მეორე სთვლისაება 1:8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.
- გამოსვლა 17:6მე ვიდგები შენს წინ იქ, ხორების კლდეზე; დაჰკარი კლდეს და გამოვა წყალი, და დალევს ხალხი. ასეც გააკეთა მოსემ ისრაელის უხუცესთა თვალწინ.
- გამოსვლა 16:4უთხრა უფალმა მოსეს: აჰა, პურს გაწვიმებთ ციდან, გამოვიდეს ხალხი და ყოველდღე აკრიფოს დღიური სამყოფი. უნდა გამოვცადო, მისდევს თუ არა ჩემს რჯულს.
- გამოსვლა 16:14დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.
- გამოსვლა 16:15დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
- ფსალმუნები 105:40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
განაგრძე კითხვა: ნეემია 9
სრულად წაიკითხე: ნეემია 9 · გახსენი ბიბლიის მკითხველში