
გამოსვლა 16:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.
გამოსვლა 16:14 · საქართველოს საპატრიარქო
გამოსვლა 16:14 კონტექსტში
16:12ვისმინე ისრაელიანთა ჩივილი. ასე უთხარი მათ: საღამოხანს ჭამეთ ხორცი და დილით დაძეხით პურით, და მიხვდებით, რომ მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი.
16:13საღამოხანს მოფრინდა მწყერი და დაფარა მთელი ბანაკი; დილით კი ცვრით იყო მოფენილი მთელი ბანაკი.
16:14დადნა ცვარი და აჰა, ყრია უდაბნოში რაღაც წვრილი და ხაოიანი, წვრილი როგორც ჭირხლია ხოლმე მიწაზე.
16:15დაინახეს ისრაელიანებმა და ეკითხებოდნენ ერთმანეთს, ეს რა არისო, რადგან არ იცოდნენ რა იყო. უთხრა მათ მოსემ: ეს არის პური, საჭმელად რომ მოგცათ უფალმა.
16:16ასე აქვს ნაბრძანები თქვენთვის უფალს: თითოეულმა იმდენი შეაგროვეთ, რამდენიც საჭმელად გჭირდებათ; კაცზე თითო გომერი, სულადობის კვალობაზე; ყველამ თქვენ-თქვენს კარავში მყოფთათვის შეაგროვეთ.
პარალელური ადგილები: გამოსვლა 16:14
- რიცხვთა 11:7ხოლო მანანა ქინძის თესლივით იყო, ფისს ჰგავდა შესახედავად.
- რიცხვთა 11:9როცა ცვარი დაეფინებოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ეფინებოდა მას.
- მეორე სთვლისაება 8:3გათვინიერებდა, გამშევდა და გაჭმევდა მანანას, რომელიც არ იცოდი არც შენ და არც შენმა მამა-პაპამ, რათა მიმხვდარიყავი, რომ მხოლოდ პურით არ ცოცხლობს კაცი, არამედ უფლის პირიდან გამომავალი ყოველი სიტყვით ცოცხლობს კაცი.
- ფსალმუნები 78:24და გადმოაწვიმა მათზე მანანა საზრდოდ და ციური პური მისცა მათ.
- ფსალმუნები 105:40ითხოვეს და გაუგზავნა მწყერი და ზეციური პურით გააძღო ისინი.
- ნეემია 9:15პურს ზეციდან აძლევდი შიმშილის მოსაკლავად და წყალს კლდიდან გადმოუხეთქავდი წყურვილის დასაცხრობად. შენ უთხარი, რომ იმ ქვეყნის დასამკვიდრებლად წასულიყვნენ, რომლის მიცემაც ფიცით გქონდა აღთქმული მათთვის.
- ფსალმუნები 147:16წარმოგზავნის თოვლს მატყლივით, თრთვილს ფერფლით მიმოფანტავს.
- გამოსვლა 16:31დაარქვა მას ისრაელის სახლმა სახელად მანანა ქინძის თესლის ოდენა იყო, თეთრი, თაფლიანი პურის გემო ჰქონდა.
განაგრძე კითხვა: გამოსვლა 16
სრულად წაიკითხე: გამოსვლა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში