
რიცხვთა 10:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
რიცხვთა 10:31 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:31 კონტექსტში
10:29უთხრა მოსემ ხობაბს, რეღუელ მიდიანელის, მოსეს სიმამრის ძეს: მივემართებით იმ ადგილისკენ, რომელზედაც გვითხრა უფალმა, თქვენ გაძლევთო მას. წამოგვყევი და სიკეთეს გწევთ, რადგან სიკეთე უბრძანებია უფალს ისრაელზე.
10:30მიუგო: ვერ წამოვალ, რადგან ჩემს ქვეყანაში, ჩემს სამშობლოში მივდივარ.
10:31უთხრა: ნუ დაგვტოვებ, რადგან შენ იცი ჩვენი ცხოვრება უდაბნოში და თვალი იქნები ჩვენთვის.
10:32თუ წამოგვყვები, თქვენც გაზიარებთ იმ სიკეთეს, რასაც მოგვმადლებს ღმერთი.
10:33იარეს უფლის მთიდან სამი დღის სავალზე და უფლის აღთქმის კიდობანი მათ წინ მიდიოდა სამი დღის სავალზე, რათა ეჩვენებინა მათთვის დასავანებელი ადგილი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:31
- იობი 29:15უსინათლოსთვის თვალები ვყოფილვარ და ფეხები - ხეიბრისთვის;
- გალატელთა მიმართ 6:2ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული.
- კორინთელთა მიმართ ა 12:14ხოლო სხეული ერთი ასო კი არ არის, არამედ - მრავალი.
- კორინთელთა მიმართ ა 12:21ამიტომ თვალი ვერ ეტყვის ხელს: არას მარგიხარ, და ვერც თავი ეტყვის ფეხებს: არას მარგიხართო.
- ფსალმუნები 32:8გასწავლი შენ და დაგაყენებ სწორ გზაზე, რომლითაც ივლი, თვალს დავიჭერ შენზე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში