
რიცხვთა 10:4 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.
რიცხვთა 10:4 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:4 კონტექსტში
10:2გაიკეთე ორი ვერცხლის საყვირი, ჭედური გააკეთე ისინი, საზოგადოების შესაკრებად და ბანაკების ასაყრელად გქონდეს.
10:3დააყვირებენ და შენთან შეიყრება მთელი საზოგადოება, სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან.
10:4როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.
10:5დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი.
10:6მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:4
- რიცხვთა 7:2მიიტანეს ისრაელის თავკაცებმა, თავ-თავიანთი მამისსახლების უფროსებმა (იგინივე იყვნენ ტომების თავკაცები, ისინი ხელმძღვანელობდნენ აღწერას)
- გამოსვლა 18:21გამონახე ერში მაგარი ხალხი, ღვთისმოშიშნი, ანგარების მოძულენი, წრფელი ხალხი და ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად დაუდგნენ ერს.
- რიცხვთა 1:4თან იყოლიეთ ყოველი შტოდან თითო კაცი, თითოეული თავისი მამისსახლის თავკაცი.
- რიცხვთა 1:16ესენი არიან წოდებულნი საზოგადოებიდან, თავთავის მამათა შტოების თავკაცები, ისრაელის ათასისთავთაგანნი.
- მეორე სთვლისაება 1:15ავიყვანე შტოთა თავკაცები - ბრძენი, გაგებული და გამოცდილი კაცები და დაგიდგინეთ თითოეულ შტოს მეთაურებად - ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად, ათისთავებად და ზედამხედველებად, თქვენს შტოთა მიხედვით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში