
რიცხვთა 10:6 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.
რიცხვთა 10:6 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 10:6 კონტექსტში
10:4როცა ერთხელ დააყვირებენ, შეიყრებიან შენთან თავკაცები - ისრაელიანთა ათასისთავები.
10:5დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, აღმოსავლეთით დაბანაკებულნი.
10:6მეორედ დააყვირებენ საგანგაშოს და დაიძრებიან ბანაკები, სამხრეთით დაბანაკებულნი; მათი დაძვრისათვის საგანგაშო დააყვირონ.
10:7საზოგადოების შესაყრელადაც დააყვირე, ოღონდ არა საგანგაშო.
10:8აარონის შვილებმა, მღვდლებმა უნდა დააყვირონ საყვირებს. ეს იყოს სამარადისო წესი თქვენს თაობებში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 10:6
- რიცხვთა 2:10სამხრეთით რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით და რეუბენიანთა თავკაცი ელიცურ შედეურის ძე,
- რიცხვთა 2:16რეუბენის ბანაკს მიეთვალა სულ ორმოცდათერთმეტი ათას ოთხას ორმოცდაათი კაცი მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მეორენი ესენი უნდა დაიძრან.
- რიცხვთა 10:18დაიძრა რეუბენის ბანაკის დროშა მათი ლაშქრებისდა მიხედვით. მის ლაშქარს სათავეში ედგა ელიცურ შედეურის ძე.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 10
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 10 · გახსენი ბიბლიის მკითხველში