
რიცხვთა 11:10 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გაიგო მოსემ, რომ ტირის ხალხი, ყველა თავ-თავის საგვარეულოებში, თავ-თავის კარვის შესასვლელთან. რისხვით აინთო უფალი. არ მოეწონა ეს მოსეს.
რიცხვთა 11:10 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 11:10 კონტექსტში
11:8გაიფანტებოდა ხალხი, აგროვებდა და ფქვავდა ხელსაფქვავით ან როდინში ნაყავდა. ხარშავდნენ ქვაბში და აცხობდნენ მისგან კვერებს; გემოთი ზეთიან ხავიწს ჰგავდა.
11:9როცა ცვარი დაეფინებოდა ბანაკს ღამღამობით, მანანაც ეფინებოდა მას.
11:10გაიგო მოსემ, რომ ტირის ხალხი, ყველა თავ-თავის საგვარეულოებში, თავ-თავის კარვის შესასვლელთან. რისხვით აინთო უფალი. არ მოეწონა ეს მოსეს.
11:11უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?
11:12მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით?
პარალელური ადგილები: რიცხვთა 11:10
- ფსალმუნები 78:21ამიტომაც, მოისმინა უფალმა და განრისხდა, და მოედო ცეცხლი იაკობს, და ისრაელზე აღზევდა რისხვა.
- მეორე სთვლისაება 32:22რადგან დაინთო ცეცხლი ჩემი რისხვით და გიზგიზებს ჯოჯოხეთის ქვესკნელამდე, ჭამს მიწას და მის ნაყოფს, ბუგავს მთათა საძირკვლებს.
- ფსალმუნები 106:32გააჯავრეს მერიბის წყალზე და დაისაჯა მოსე მათ გამო.
- ფსალმუნები 106:33რადგანაც სული გაუმწარეს და გამოთქვა თავისი ბაგეებით.
- ფსალმუნები 106:25დრტვინავდნენ თავიანთ ბანაკებში, არ უსმენდნენ უფლის ხმას.
- მარკოზის სახარება 10:14ეს რომ დაინახა, განრისხდა და უთხრა მათ: მოუშვით ჩემთან ბავშვები და ნუ უშლით მათ, ვინაიდან მათნაირებისაა ღმრთის სასუფეველი.
- რიცხვთა 14:1ატეხა მოთქმა მთელმა საზოგადოებამ და ტიროდა ხალხი იმ ღამეს.
- რიცხვთა 14:2აუდრტვინდა მოსეს და აარონს მთელი ისრაელობა და უთხრა მთელმა საზოგადოებამ: ნეტავ ეგვიპტის ქვეყანაში დავხოცილიყავით ან ამ უდაბნოში გავმწყდარიყავით!
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 11
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში