
რიცხვთა 11:14 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.
რიცხვთა 11:14 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 11:14 კონტექსტში
11:12მე ხომ არ მიტარებია მთელი ეს ხალხი? მე ხომ არ გამიჩენია, რომ მეუბნები, ძიძასავით შენი უბით წაიყვანეო იმ ქვეყანაში, მის მამა-პაპას რომ აღუთქვი ფიცით?
11:13სადა მაქვს ხორცი მთელი ამ ხალხისთვის მისაცემად? რადგან შემომტირიან და ამბობენ: მოგვეცი ხორცი, რომ ვჭამოთ.
11:14მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.
11:15რაკი ასე მექცევი, მომკალი ბარემ, თუ მადლი მიპოვნია შენს თვალში, რომ არ ვუყურო ჩემს გასაჭირს.
11:16უთხრა უფალმა მოსეს: შემოკრიბე სამოცდაათი კაცი ისრაელის უხუცესთაგან, რომელთაც ხალხის უხუცესებად და რჯულისკაცებად იცნობ. მოიყვანე ისინი სადღესასწაულო კარავთან, რომ შენთან ერთად იდგნენ იქ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 11:14
- გამოსვლა 18:18გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
- მეორე სთვლისაება 1:9ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.
- მეორე სთვლისაება 1:12მე მარტომ როგორ ვატარო თქვენი საზრუნავი, თქვენი ტვირთი და თქვენი უთანხმოებანი?
- ზაქარია 6:13ის ააშენებს უფლის ტაძარს და იტვირთავს დიდებას, დაჯდება და იხელმწიფებს თავის ტახტზე; ის იქნება მღვდელი თავის ტახტზე და თანხმობა იქნება ამ ორთა შორის.
- კორინთელთა მიმართ ბ 2:16ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ, ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ; სხვას ვის შესწევს ამისი ძალი?
- ესაია 9:6რადგან შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.
- ფსალმუნები 89:19მაშინ ელაპარაკე ხილვისას შენს წმიდანებს და ეთხარი: ვუბოძე დახმარება გმირს, ავამაღლე რჩეული ხალხისაგან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 11
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში