
მეორე სთვლისაება 1:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.
მეორე სთვლისაება 1:9 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 20 დეკემბერი, 2026, სულთმოფენობის შემდგომი მე-29 კვირიაკე (მწუხრი).
მეორე სთვლისაება 1:9 კონტექსტში
1:7გაბრუნდით და მოედეთ ამორეველთა მთას და მათი მეზობლების ქვეყნებს, მთასა და ბარს, დაბლობს, სამხრეთის ზღვის სანაპიროს, ქანაანელთა ქვეყანას და ლიბანს დიდ მდინარემდე, ევფრატის მდინარემდე.
1:8აჰა, თქვენთვის მომიცია ეს ქვეყანა. წადით და დაიმკვიდრეთ ქვეყანა, რომლის მიცემაც აღუთქვა უფალმა თქვენს მამა-პაპას - აბრაამს, ისაკს და იაკობს, და მათ მოდგმას.
1:9ასე გითხარით თქვენ იმჟამად: მე მარტოს არ შემიძლია თქვენი ტარება.
1:10უფალი, თქვენი ღმერთი, გაგამრავლებთ-მეთქი და, აჰა, ცის ვარსკვლავებივით ურიცხვნი ხართ დღეს.
1:11უფალმა, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა, კიდევ ათასჯერ გამრავლოთ, ვიდრე დღეს ხართ, და გაკურთხოთ, როგორც უთქვამს თქვენთვის.
პარალელური ადგილები: მეორე სთვლისაება 1:9
- გამოსვლა 18:18გაიტანჯებით შენც და ეს ხალხიც, შენთან რომ არის, რადგან მძიმეა შენთვის ეს საქმე. მარტო შენ ვერ აუხვალ მას.
- რიცხვთა 11:17ჩამოვალ და იქ დაგელაპარაკები; ავიღებ ნაწილს სულისაგან, შენზე რომ არის, და მათაც მოვაფენ, რომ შენთან ერთად ზიდონ ამ ხალხის ტვირთი და მარტო შენ რომ არ ატარო.
- რიცხვთა 11:11უთხრა მოსემ უფალს: რისთვის უბოროტე შენს მორჩილს? რით ვერ ვპოვე მადლი შენს თვალში, ამ ხალხის ტვირთი რომ ამკიდე?
- რიცხვთა 11:14მე ერთი ვერ წავიყვან მთელ ამ ხალხს, რადგან მემძიმება.
განაგრძე კითხვა: მეორე სთვლისაება 1
სრულად წაიკითხე: მეორე სთვლისაება 1 · გახსენი ბიბლიის მკითხველში