გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 11:23 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 11:23

უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი.

რიცხვთა 11:23 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 11:23 კონტექსტში

11:21თქვა მოსემ: ექვსასი ათასია ეს ხალხი, რომელთა შორისაც მე ვიმყოფები; შენ კი ამბობ, ხორცს მივცემ და ერთ თვეს ეყოფათო საჭმელად.

11:22იქნებ მთელი ცხვარ-ძროხა დავუკლათ, რომ ეყოთ? ან იქნებ ზღვის მთელი თევზი შევუგროვოთ, რომ ეყოთ?

11:23უთხრა უფალმა მოსეს: იქნებ მოკლეა უფლის ხელი? ახლა დაინახავ, აგიხდება თუ არა ჩემი ნათქვამი.

11:24გავიდა მოსე და უთხრა ხალხს უფლის ნათქვამი. შეჰყარა სამოცდაათი კაცი ერის უხუცესთაგან და კარვის ირგვლივ დააყენა ისინი.

11:25ჩამოვიდა უფალი ღრუბელში და ელაპარაკა მას. აიღო ნაწილი სულისაგან, მოსეზე რომ იყო, და გაუნაწილა სამოცდაათ უხუცესს. როცა დაადგა მათ სული, ქადაგად დაეცნენ ყოველანი, ოღონდ მცირე ხნით.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 11:23

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 11

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 11 · გახსენი ბიბლიის მკითხველში