
რიცხვთა 23:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
რიცხვთა 23:19 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 23:19 კონტექსტში
23:17მივიდა მასთან და, აჰა, უდგას თავის მსხვერპლს მოაბელ თავკაცებთან ერთად. უთხრა ბალაკმა: რა ილაპარაკა უფალმა?
23:18წარმოთქვა თავისი იგავი: ადექი, ბალაკ, და გაიგონე, ყური მიგდე, ციფორის ძევ!
23:19ღმერთი კაცი არ არის, რომ ცრუობდეს და არც ადამიანია, რომ გადათქვამდეს. თქვას და არ გააკეთოს? ილაპარაკოს და არ შეასრულოს?
23:20აჰა, დალოცვა მებრძანა. მან დალოცა და მე ვერ გადავთქვამ.
23:21არ არის სიცრუე იაკობში და არ ჩანს მზაკვრობა ისრაელში. უფალი მათი ღმერთია მასთან და სამეუფო ბუკის ხმაა მასში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 23:19
- მეფეთა ა 15:29არ იცრუებს ისრაელის დიდება და არ გადაიფიქრებს, რადგან ადამიანი ხომ არ არის, რომ გადაიფიქროს.
- იაკობის ეპისტოლე 1:17ყოველი კეთილი საბოძვარი და ყოველი კეთილი ნიჭი ზეგარდმო გადმოდის ნათელთა მამისაგან, ვისთვისაც უცხოა ცვალებადობა და ცვლილების ჩრდილი.
- მალაქია 3:6რადგან მე, უფალი, არ ვიცვლები, თქვენც არ დაილევით იაკობის ძენო.
- ებრაელთა მიმართ 6:18რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენ წინაშე დასახულ იმედს,
- ტიტეს მიმართ 1:2საუკუნო სიცოცხლის იმედით, საუკუნეთა უწინარეს რომ აღუთქვა უტყუარმა ღმერთმა,
- რომაელთა მიმართ 11:29რადგანაც უცვალებელია ნიჭი და მოწოდება ღვთისა.
- ლუკას სახარება 21:33ცა და მიწა გადავლენ, ხოლო ჩემი სიტყვები არ გადავლენ.
- აბაკუმი 2:3რადგან უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 23
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 23 · გახსენი ბიბლიის მკითხველში