
რიცხვთა 12:9 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 12:9 კონტექსტში
12:7ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.
12:8პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?
12:9აღინთო უფლის რისხვა მათ მიმართ. და წავიდა.
12:10აშორდა ღრუბელი კარავს, და, აჰა, მირიამი თოვლივით დაფარა კეთრმა. მიბრუნდა აარონი მირიამისკენ და, აჰა, კეთრი მოსდებია მას.
12:11უთხრა აარონმა მოსეს: გევედრები, ჩემო ბატონო, ცოდვად ნუ ჩაგვითვლი ჩვენს სიბრიყვეს და შეცოდებანს.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 12:9
- რიცხვთა 11:1როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
- ოსეა 5:15წავალ და დავბრუნდები ჩემს ადგილზე, ვიდრე არ შეიგნებენ თავიანთ დანაშაულს და ძებნას არ დაუწყებენ ჩემს სახეს; გაუჭირდებათ და მომძებნიან.
- შესაქმე 17:22შეწყვიტა ლაპარაკი და განეშორა ღმერთი აბრაამს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 12
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში