
რიცხვთა 12:7 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.
რიცხვთა 12:7 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 12:7 კონტექსტში
12:5ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.
12:6თქვა: ისმინეთ ჩემი სიტყვები. თუ ვინმე გყავთ უფლის ქადაგი, ხილვაში ვეცხადები, სიზმარში ვლაპარაკობ მასთან.
12:7ასეთი არ არის ჩემი მორჩილი მოსე. მთელი ჩემი ერის ერთგულია იგი.
12:8პირისპირ ველაპარაკები მას, ცხადლივ, და არა იგავურად. უფლის ხატებას ჭვრეტს იგი. რატომ არ გეშინიათ, ჩემს მორჩილს მოსეს რომ ჰკიცხავთ?
პარალელური ადგილები: რიცხვთა 12:7
- ებრაელთა მიმართ 3:2რომელიც ისეთივე ერთგულია თავისი შემოქმედისა, როგორც მოსე ღვთის სახლში.
- ებრაელთა მიმართ 3:6ქრისტე კი - როგორც ძე მის სახლში. ხოლო მისი სახლი ჩვენა ვართ, თუკი ბოლომდე მტკიცედ დავიცავთ სითამამესა და სასოების სიქადულს.
- კორინთელთა მიმართ ა 4:2მნეთაგან კი იმას მოითხოვენ, რომ თითოეული მათგანი სანდო იყოს.
- ფსალმუნები 105:26გაგზავნა მოსე, მსახური თვისი, აარონი, რომელიც ამოირჩია.
- იესო ნავეს ძე 1:1უფლის მორჩილის, მოსეს სიკვდილის შემდეგ უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
- მათეს სახარება 11:11ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: დედისაგან შობილი არვინ აღმდგარა იოანე ნათლისმცემელზე უმეტესი, ხოლო ცათა სასუფეველში უმცირესიც მასზე უმეტესია.
- მოციქულთა საქმენი 3:22რადგანაც მოსემ თქვა: „უფალი ღმერთი ჩემნაირ წინასწარმეტყველს აღგიდგენთ თქვენი ძმებიდან; ყურად იღეთ ყველაფერი, რასაც ის გეტყვით.
- მოციქულთა საქმენი 3:23და იქნება ასე: ყოველი სული, რომელიც არ მოუსმენს იმ წინასწარმეტყველს, ამოიძირკვება ხალხიდან“.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 12
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 12 · გახსენი ბიბლიის მკითხველში