
რიცხვთა 13:32 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
რიცხვთა 13:32 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 13:32 კონტექსტში
13:30ყამალეკი ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს; ხეთელები, იებუსეველები და ამორეველები მთებში ცხოვრობენ; ქანაანელები კი - ზღვისპირეთში და იორდანეზე.
13:31ხალხი დაუშოშმინა ქალებმა მოსეს, თქვა: გავილაშქრებთ და დავისაკუთრებთ იმ ქვეყანას, რადგან შეგვიძლია მათი ძლევა.
13:32სხვებმა, კი ვინც მასთან ერთად იყვნენ წასულნი, თქვეს: ვერ შევძლებთ იმ ხალხის წინააღმდეგ გალაშქრებას, რადგან ჩვენზე ძლიერია.
13:33ცუდი ხმები გაავრცელეს ისრაელიანებში მათ მიერ დაზვერილ ქვეყანაზე. ერთმანეთს ჭამენო იმ ქვეანაში, რომელიც ჩვენ მოვიარეთ დასაზვერად; მთელი ხალხი, რომელიც იქ ვნახეთ, ბუმბერაზიაო.
13:34იქ ვნახეთ დევკაცები, ყანაკის ძენი, დევკაცთა შთამომავალნი. კალია გვეგონა ჩვენი თავი და ასეც ვჩანდითო მათ თვალში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 13:32
- ამოსი 2:9გავანადგურებ ამორეველს მის წინაშე, კედარივით რომ ამაღლდა და მუხასავით გამაგრდა; გავანადგურებ მაღლა მის ნაყოფს და დაბლა მის ფესვებს.
- რიცხვთა 14:36დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს,
- რიცხვთა 14:37ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
- ეზექიელი 36:13ასე ამბობს უფალი ღმერთი: რაკი გეუბნებიან: კაცისმჭამელი და შენი ხალხის შვილმკვდარმყოფელი ხარო,
- ეზექიელი 36:14ამიტომ კაცს აღარ შეჭამ და შენს ხალხს შვილმკვდარს აღარ გახდი, ამბობს უფალი ღმერთი.
- მათეს სახარება 23:13ვაი თქვენდა, მწიგნობარნო, და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ცათა სასუფეველს რომ უხშობთ ხალხს, ვინაიდან არც თვითონ შედიხართ და არც შემსვლელთ ანებებთ შესვლას.
- მეფეთა ბ 21:20კიდევ მოხდა ბრძოლა გეთში; იყო იქ უზარმაზარი კაცი, რომელსაც ხელებზე და ფეხებზე ექვს-ექვსი თითი ება - სულ ოცდაოთხი. ისიც რაფას ნაშიერი იყო.
- მეორე სთვლისაება 1:28სად წავიდეთ? ჩვენიანებმა გული შეგვიშინეს. გვეუბნებოდნენ: ჩვენზე დიდი და მაღალი ხალხია, ქალაქები დიდი აქვთ ცადაწვდილი ციხე-კოშკებით და ყანაკის ნაშიერნიც დავინახეთო იქ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 13
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 13 · გახსენი ბიბლიის მკითხველში