
რიცხვთა 14:38 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
რიცხვთა 14:38 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 14:38 კონტექსტში
14:36დაიხოცნენ კაცები, რომელნიც გაგზავნა მოსემ ქვეყნის დასაზვერად და რომელთაც დაბრუნებისას ცუდი ხმები დაუყარეს იმ ქვეყანას და მთელი საზოგადოება აუჯანყეს მოსეს,
14:37ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
14:38იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
14:39უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელ ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
14:40ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გაემართნენ; თქვეს: აბა, - ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 14:38
- რიცხვთა 26:65რადგან ნათქვამი ჰქონდა მათთვის უფალს: უსათუოდ დაიხოცებიან უდაბნოში და ვერცერთი მათგანი ვერ გადარჩება, გარდა ქალებ იეფუნეს ძისა და იესო ნავეს ძისა. თავი ოცდამეშვიდე
- იესო ნავეს ძე 14:6მივიდნენ იუდაელები იესოსთან გილგალში და უთხრა მას ქალებ იეფუნეს ძემ, კენიზელმა: შენ იცი, რაც უთხრა უფალმა მოსეს ჩემზე და შენზე კადეშ-ბარნეაში.
- იესო ნავეს ძე 14:10აჰა, მაცოცხლა უფალმა, როგორც დაპირებული იყო. ორმოცდახუთი წელი გავიდა უკვე მას მერე, რაც ეს სიტყვები უთხრა უფალმა მოსეს, როცა უდაბნოში დადიოდა ისრაელი. ახლა კი, აჰა, ოთხმოცდახუთი წლის ვარ.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 14
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში