
რიცხვთა 14:39 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელ ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
რიცხვთა 14:39 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 14:39 კონტექსტში
14:37ერთბაშად განადგურდნენ უფლის წინაშე ცუდი ხმის დამყრელი ეს კაცები.
14:38იესო ნავეს ძე და ქალებ იეფუნეს ძე იყვნენ იმათ შორის, ვინც ქვეყნის დასაზვერად იყვნენ წასული.
14:39უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელ ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
14:40ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გაემართნენ; თქვეს: აბა, - ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ.
14:41თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 14:39
- გამოსვლა 33:4მოისმინა ხალხმა ეს ავი სიტყვა და იწყო გლოვა, არვის გაუკეთებია სამკაული.
- იგავესნი 19:3ადამიანს გზას თავისივე სიბრიყვე უმრუდებს, მისი გული კი უფალს ემდურის.
- მათეს სახარება 8:12ხოლო სასუფევლის ძენი გარესკნელის ბნელში გაიყრებიან; და იქნება იქ ტირილი და კბილთა ღრჭიალი.
- ებრაელთა მიმართ 12:17რაკიღა იცით, რომ შემდეგ, როცა მოისურვა დაემკვიდრებინა კურთხევა, უარყოფილ იქნა და ვეღარაფერი გააწყო სინანულით, თუმცაღა ცრემლით ითხოვდა მიტევებას.
- ესაია 26:16უფალო, შენ გეძებდნენ გასაჭირში, გულში ლოცულობდნენ, შენ კი უმზადებდი სასჯელს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 14
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში