
რიცხვთა 14:41 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
რიცხვთა 14:41 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 14:41 კონტექსტში
14:39უთხრა მოსემ ეს სიტყვები მთელ ისრაელობას და მეტისმეტად დაღონდა ხალხი.
14:40ადგნენ დილაადრიანად და მთის წვერისკენ გაემართნენ; თქვეს: აბა, - ავიდეთ იმ ადგილზე, უფალმა რომ გვითხრა, რადგან შევცოდეთ.
14:41თქვა მოსემ: რისთვის გადადიხართ უფლის ბრძანებას. არაფერი გამოვა სასიკეთო.
14:42ნუ ახვალთ, რადგან არ არის უფალი თქვენ შორის, და დაგამარცხებთ მტერი.
14:43რადგან იქ დაგხვდებიან ყამალეკები და ქანაანელები და მახვილით დაეცემით. რაკი ზურგი შეაქციეთ უფალს, აღარ იქნება თქვენთან უფალი.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 14:41
- ნეშტთა შორისა ბ 24:20ღვთის სულმა მოიცვა ზაქარია, იეჰოიადაყის ძე, მღვდელი; შედგა იგი ხალხის წინ მაღლობზე და თქვა: ასე ამბობს ღმერთი: რატომ არღვევთ უფლის მცნებებს? ამიტომ ხელი აღარ მოგემართებაო. რაკი მიატოვეთ უფალი, ისიც გტოვებთ თქვენ.
- იერემია 32:5ბაბილონში წაიყვანს ციდკიას და იქ იქნება, ვიდრე მე არ მოვიკითხავო მას, ამბობს უფალი; თუ შეებრძოლებით ქალდეველებს, არ გაგიმარჯვდებათო.
- იობი 4:9უფლის სუნთქვაზე დაიღუპებიან და მისი რისხვის ქარზე გაწყდებიან.
- იერემია 2:37მისგანაც გახვალ თავში ხელისცემით, რადგან გაგიცრუებს უფალი იმედებს და ვერაფერს გამორჩები მათ.
- რიცხვთა 14:25ყამალეკელები და ქანაანელები ცხოვრობენ ველზე. ხვალ გაბრუნდით და დაიძარით უდაბნოსაკენ მეწამული ზღვის გზით.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 14
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 14 · გახსენი ბიბლიის მკითხველში