
რიცხვთა 15:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს.
რიცხვთა 15:19 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 15:19 კონტექსტში
15:17ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
15:18დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ იმ ქვეყანაში, რომელშიც შეგიყვანთ მე,
15:19და როცა შეჭამთ იმ ქვეყნის პურს, ღალა უნდა აძლიოთ უფალს.
15:20პირველ გამომცხვარი კოკორიც მიეცით ღალად, კალოდან აღებულ ღალასავით მიეცით იგი.
15:21პირველგამომცხვარი მიეცით უფალს ღალად თაობიდან თაობებში.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 15:19
- იესო ნავეს ძე 5:11ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს - ხმიადები და ქუმელი - სწორედ ამ დღეს.
- იესო ნავეს ძე 5:12შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში