
იესო ნავეს ძე 5:12 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს.
იესო ნავეს ძე 5:12 · საქართველოს საპატრიარქო
ეკლესიაში საკითხავი: 1 მაისი, 2027, დიდი და წმინდა შაბათი (მწუხრი).
იესო ნავეს ძე 5:12 კონტექსტში
5:10იდგნენ ბანაკად ისრაელიანები გილგალს და დაამზადეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს საღამოხანს, იერიხონის დაბლობზე.
5:11ჭამეს იმ ქვეყნის ნაყოფები პასექის მეორე დღეს - ხმიადები და ქუმელი - სწორედ ამ დღეს.
5:12შეწყდა მანანა მას შემდეგ, რაც ჭამეს ქვეყნის ნაყოფი. აღარ ჰქონდათ ისრაელიანებს მანანა და ჭამდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავალს იმ წელს. და იკვებებოდნენ ქანაანის ქვეყნის მოსავლით იმ წელიწადს.
5:13ერთხელაც, როცა იერიხონთან იყო იესო, გაიხედა და დაინახა მის წინ მდგარი კაცი, რომელსაც ხელში გაშიშვლებული მახვილი ეჭირა. მივიდა მასთან იესო და ჰკითხა: მტერი ხარ თუ მოყვარე?
5:14მიუგო: არა, უფლის მხედრობის თავი ვარ. ახლა მოვედი. პირქვე დაემხო იესო და თაყვანისცა. უთხრა: რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მორჩილს?
პარალელური ადგილები: იესო ნავეს ძე 5:12
- გამოსვლა 16:35ორმოცი წელი ჭამდნენ ისრაელიანები მანანას, ვიდრე თავიანთ სამკვიდრებელში მივიდოდნენ; მანანას ჭამდნენ, ვიდრე ქანაანის ქვეყნის საზღვრამდე მივიდოდნენ.
- გამოცხადება 7:16ასე რომ, აღარც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
- გამოცხადება 7:17რადგანაც კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, დამწყემსავს და სიცოცხლის წყლის წყაროსაკენ წარუძღვება მათ, და ღმერთი მათ თვალებზე სათითაოდ შეაშრობს ცრემლს.
- ნეემია 9:20შენი კეთილი სული მიანიჭე მათ ჭკუის დასარიგებლად. შენი მანანა მათი პირიდან არ მოგიშორებია. ამავე დროს წყალს აძლევდი მათ წყურვილის მოსაკლავად.
- ნეემია 9:21ორმოც წელიწადს არჩენდი მათ უდაბნოში და არაფერი არ აკლდათ, სამოსელი არ უცვდებოდათ და ფეხები არ უსივდებოდათ.
- ესაია 65:13ამიტომ ასე ამბობს უფალი ღმერთი: აჰა, მაძღარნი იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი იშიმშილებთ! აჰა, დარწყულებული იქნებიან ჩემი მორჩილნი, თქვენ კი გეწყურებათ! აჰა, გაიხარებენ ჩემი მორჩილნი, თქვენ კი შერცხვებით!
- ესაია 65:14აჰა, იყიჟინებენ ჩემი მორჩილნი, გულმხიარულნი, თქვენ კი იყვირებთ გულმწუხარენი და ივალალებთ სულგამწარებულნი!
- იგავესნი 13:22კეთილი კაცი შვილიშვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.
განაგრძე კითხვა: იესო ნავეს ძე 5
სრულად წაიკითხე: იესო ნავეს ძე 5 · გახსენი ბიბლიის მკითხველში