
რიცხვთა 15:25 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.
რიცხვთა 15:25 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 15:25 კონტექსტში
15:23ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში,
15:24თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.
15:25შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.
15:26ეპატიებათ ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელ ერს.
15:27თუ ერთი კაცი შესცოდავს შეცდომით, უნდა მიიტანოს წელგამოვლილი თხა ცოდვის გამოსასყიდად.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 15:25
- ლევიანი 4:20გაამზადოს ეს ხბო, როგორც ცოდვის გამოსასყიდი ხბო გაამზადა; ასი გაამზადოს და შენდობას გამოითხოვს მათთვის მღვდელი და მიეტევებათ მათ.
- ებრაელთა მიმართ 2:17ამიტომ ყოველნაირად უნდა დამსგავსებოდა ძმებს, რათა მოწყალე და სარწმუნო მღვდელმთავარი ყოფილიყო ღვთის წინაშე, ხალხის ცოდვათა სალხინებლად.
- რომაელთა მიმართ 3:25ქრისტესი, რწმენის მეოხებით წინასწარ რომ დაადგინა ღმერთმა შენდობის მსხვერპლად, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით,
- იოანეს ეპისტოლე ა 2:2ის არის ჩვენი და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნის ცოდვათა მიმტევებელი.
- მოციქულთა საქმენი 13:39ყოველივე იმისაგან, რისგანაც მოსეს რჯულით ვერ შესძელით გამართლება, მის მიერ გამართლდება ყველა მორწმუნე.
- ლუკას სახარება 23:34ხოლო იესო ამბობდა: მამაო, მიუტევე ამათ, რადგანაც არ იციან, რას სჩადიან. და წილისყრით გაიყვეს მისი სამოსი.
- ლევიანი 4:26მთელი მისი ქონი სამსხვერპლოზე დაწვას, როგორც სამადლობელი მსხვერპლის ქონს წვავს. გამოითხოვს ცოდვის შენდობას მისთვის მღვდელი და მიეტევება მას.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში