გადასვლა შინაარსზე
წინასწარმეტყველისა და მეფე დავითის ხატი, ნოვგოროდის სკოლა, მე-15 საუკუნე
წინასწარმეტყველი მეფე დავითი, მე-15 საუკუნე, ნოვგოროდის სკოლა. ეროვნული მუზეუმი, ოსლო, NG.M.01771. საჯარო დომენი.

რიცხვთა 15:24 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი

რიცხვთა 15:24

თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.

რიცხვთა 15:24 · საქართველოს საპატრიარქო

რიცხვთა 15:24 კონტექსტში

15:22თუ შეცდებით და ვერ შეასრულებთ ამ ნაანდერძევს, რაც უფალმა გამოუცხადა მოსეს,

15:23ყველაფერს, რაც გიანდერძათ უფალმა მოსეს პირით იმ დღიდან, რაც გიანდერძათ უფალმა, და შემდგომ თქვენს თაობებში,

15:24თუ საზოგადოების უყურადღებობით მოხდება შეცდომა, მთელმა საზოგადოებამ უნდა გაამზადოს ერთი კურატი აღსავლენად, სურნელოვან საკმეველად უფლისათვის და მისი თანმხლები ძღვენი და საღვრელი, წესის თანახმად, და ერთი თხაც ცოდვის გამოსასყიდ მსხვერპლად.

15:25შეუნდობს მღვდელი ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და ეპატიებათ მათ, რადგან შეცდომით იყო მომხდარი ეს და მათ შესწირეს უფალს თავიანთი შეცდომისთვის საცეცხლო მსხვერპლი და ცოდვის გამოსასყიდი.

15:26ეპატიებათ ისრაელიანთა მთელ საზოგადოებას და მდგმურს, რომელიც თქვენთან დგას, რადგან შეცდომა მოუვიდა მთელ ერს.

პარალელური ადგილები: რიცხვთა 15:24

განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15

სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში