
რიცხვთა 15:3 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს,
რიცხვთა 15:3 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 15:3 კონტექსტში
15:1ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
15:2დაელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: როცა შეხვალთ თქვენს საცხოვრებელ ქვეყანაში, რომელსაც მე გაძლევთ,
15:3და დაამზადეთ საცეცხლო მსხვერპლის უფლისათვის - აღსავლენს ან აღთქმულ საკლავს, ან სამოწყალოს, თქვენი დღეობების დროს, უფლისათვის სურნელების საკმეველად - საქონელს შესწირავ ცხვარს,
15:4შესწიროს შემწირველმა თავისი შესაწირავი უფალს - საძღვნოდ მეოთხედ ჰინი ზეთში აზელილი ეფის მეათედი გამტკიცული ფქვილი
15:5და ღვინო, უნდა დაამზადო საღვრელად აღსავლენისთვის ან საკლავისთვის, მეოთხედ, ჰინა თითო კრავზე,
პარალელური ადგილები: რიცხვთა 15:3
- გამოსვლა 29:18დაწვი საკმევად მთელი ჭედილა სამსხვერპლოზე, რადგან ეს აღსავლენი მსხვერპლია უფლისათვის, ამოდსაყნოსელი; საცეცხლო მსხვერპლია ეს უფლისთვის.
- შესაქმე 8:21იყნოსა უფალმა კეთილსურნელება და თქვა უფალმა თავისთვის: ამიერიდან აღარ დავწყევლი მიწას ადამიანის გამო, რადგან ბოროტისკენაა მიდრეკილი ადამიანის გულისთქმა მისი სიყრმიდანვე. მეტად აღარ გავანადგურებ ცოცხალ არსებას, როგორც მოვიქეცი.
- რიცხვთა 28:27შესწირეთ უფალს აღსავლნი კეთილსურნელებისთვის: ორი კურატი, ერთი ვერძი და შვიდი ორწლიანი ცხვარი,
- ლევიანი 27:2ელაპარაკე ისრაელიანებს და უთხარი: თუ ვინმე უფლისადმი აღთქმული სულიერის სანაცვლოდ რამეს შესწირავს,
- ლევიანი 1:1მოუწოდა მოსეს უფალმა და ელაპარაკა მას სადღესასწაულო კარვიდან:
- ლევიანი 1:17ფრთები გადაუმტვრიოს, არკი მოაშოროს და დაწვას მღვდელმა სამსხვერპლოზე, შეშაზე, რომელსაც ცეცხლი უკიდია. ეს არის აღსავლენი, საცეცხლი მსხვერპლი, კეთილსურნელებად უფლისათვის.
- ლევიანი 23:1ელაპარაკა უფალი მოსეს და უთხრა:
- ლევიანი 23:44გამოუცხადა მოსემ საუფლო დღესასწაულები ისრაელიანებს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 15
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 15 · გახსენი ბიბლიის მკითხველში