
რიცხვთა 16:19 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ საზოგადოებას.
რიცხვთა 16:19 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:19 კონტექსტში
16:17აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები.
16:18აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ.
16:19შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ საზოგადოებას.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:19
- რიცხვთა 16:42როცა შეითქვა საზოგადოება მოსესა და აარონის წინააღმდეგ, მიტრიალდნენ სადღესასწაულო კარვისკენ და, აჰა, დაფარა იგი ღრუბელმა და გამოჩნდა უფლის დიდება.
- რიცხვთა 14:10თქვა მთელმა საზოგადოებამ: ჩავქოლოთ! მაგრამ უფლის დიდება გამოჩნდა სადღესასწაულო კარავში მთელი ისრაელის წინაშე.
- გამოსვლა 16:7გათენდება და იხილავთ უფლის დიდებას. ისმინა მან თქვენი ჩივილი უფლისადმი. ჩვენ ვინა ვართ, ჩვენ რომ შემოგვჩივით?
- ლევიანი 9:23შევიდნენ მოსე და აარონი სადღესასწაულო კარავში, გამოვიდნენ და დალოცეს ერი. მაშინ გამოეცხადა მთელს ერს უფლის დიდება.
- რიცხვთა 12:5ჩამოვიდა უფალი ღრუბლის სვეტში და გაჩერდა კარვის შესასვლელთან. უხმო აარონს და მირიამს, და წინ წადგნენ ორივენი.
- ლევიანი 9:6თქვა მოსემ: ეს არის, რისი გაკეთებაც ბრძანა უფალმა, და თქვენც გამოგეცხადებათ უფლის დიდება.
- რიცხვთა 16:1ადგნენ კორახი, ძე იცჰარისა, კეჰათის ძისა, ლევიანი, დათანი და აბირამი, ელიაბის ძენი, ონი ფელეთის ძე - რეუბენიანები,
- რიცხვთა 16:2და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში