
რიცხვთა 16:20 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
რიცხვთა 16:20 კონტექსტში
16:18აიღო თითოეულმა თავისი საცეცხლური, დაანთეს მასში ცეცხლი, ზედ საკმეველი დააყარეს და წარდგნენ სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან; მოსე და აარონიც იქ იყვნენ.
16:19შეკრიბა კორახმა მათ წინააღმდეგ მთელი საზოგადოება სადღესასწაულო კარვის წინ და გამოეცხადა უფლის დიდება მთელ საზოგადოებას.
16:20ასე ელაპარაკა უფალი მოსეს და აარონს:
16:21გამოეყავით ამ საზოგადოებას და ერთ წამში მოვსპობ მათ.
16:22პირქვე დაემხვნენ და თქვეს: ღმერთო, ყოველი ხორციელის სულთა უფალო! ერთმა კაცმა სცოდა და მთელ საზოგადოებაზე მრისხანებ?
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში