
რიცხვთა 16:30 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელ მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.
რიცხვთა 16:30 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:30 კონტექსტში
16:28თქვა მოსემ: ამით გაიგებთ, რომ უფალმა გამომგზავნა მთელი ამ საქმის აღსასრულებლად, რომ ჩემი ნება არ ყოფილა.
16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
16:30თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელ მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.
16:31დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.
16:32დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:30
- ფსალმუნები 55:15დაატყდეს მათ სიკვდილი, ცოცხლად ჩავიდნენ ჯოჯოხეთში, რადგან ბოროტებაა მათ სადგომში, მათ შიგნით.
- რიცხვთა 16:33ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.
- იობი 31:3განა დაღუპვა არ არის უკეთურთათვის და სატანჯველი ბოროტმოქმედისთვის?
- ესაია 43:19აჰა, ახალს მოვიმოქმედებ, ახლავე აღმოცენდება. ნუთუ ვერ შეამჩნევთ? გზას გავიყვან უდაბნოში, ტრამალში - მდინარეებს.
- ესაია 45:12მე შევქმენი მიწა და ადამი გავაჩინე მასზე, ჩემი ხელით გადავფინე ცა და მთელი მისი მხედრობა განვაწესე.
- ესაია 28:21რადგან აღიმართება უფალი როგორც ფერაციმის მთაზე, შეიძვრის როგორც გიბყონის ველზე თავისი საქმის, უცხო საქმის აღსასრულებლად და თავისი ქმედების, საოცარი ქმედების ჩასადენად.
- ესაია 45:7ნათლის გამომსახველი და ბნელის შემქმნელი, მშვიდობისმყოფელი და ჭირის შემქმნელი. მე ვარ უფალი, ამის ყოველის შემოქმედი.
- იერემია 31:22როდემდის უნდა იწანწალო, განდგომილო ასულო? სიახლე მოიტანა უფალმა ქვეყანაზე: დიაცი იფარავს ვაჟკაცს.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში