
რიცხვთა 16:31 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.
რიცხვთა 16:31 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:31 კონტექსტში
16:29თუ ჩვეულებრივი სიკვდილით დაიხოცებიან ესენი და ჩვეულებრივი ბედი ეწევათ მათ, არ ვყოფილვარ უფლის გამოგზავნილი.
16:30თუ არნახულ რასმე ჩაიდენს უფალი, მიწა დ პირს დააღებს შთანთქავს მათ და მთელ მის საბადებელს, და ცოცხლივ ჩავლენ ქვესკნელში, იცოდეთ, უფალი დაუგმია ამ ხალხს.
16:31დაამთავრა თუ არა ამ სიტყვების თქმა, გაიპო მიწა მათ ქვეშ.
16:32დააღო მიწამ პირი და შთანთქა ისინი, მათი სახლები, კორახის მთელი ხალხი და მთელი მისი ქონება.
16:33ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:31
- რიცხვთა 27:3მამაჩვენი უდაბნოში მოკვდა და არ ყოფილა იგი უფლის წინააღმდეგ შეთქმულთა დასში, კორახის დასში, არამედ თავისი ცოდვის გამო მოკვდა და ვაჟები არ ჰყოლია.
- მეორე სთვლისაება 11:6რაც გაუკეთა დათანს და აბირამს, რეუბენის ძის, ელიაბის შვილებს, როცა დააღო პირი მიწამ და მთელი ისრაელის თვალწინ შთანთქა ისინი მათი სახლებიანად, კარვებიანად და მთელი ქონებითურთ, რაც კი გააჩნდათ მთელ ისრაელში.
- ფსალმუნები 106:17გაიპო მიწა და ჩაყლაპა დათანი, და დაფარა ხროვა აბირამისა.
- ფსალმუნები 106:18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
- რიცხვთა 26:10გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
- რიცხვთა 26:11კორახის ძენი კი არ დახოცილან.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში