
რიცხვთა 16:35 · ბიბლიის ტექსტი და კონტექსტი
გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
რიცხვთა 16:35 · საქართველოს საპატრიარქო
რიცხვთა 16:35 კონტექსტში
16:33ცოცხლივ ჩაცვივდნენ ყველანი ქვესკნელში და გადაეფარა მათ მიწა. ასე გადაშენდნენ კრებულიდან.
16:34მთელი ისრაელი, რომელიც იდგა შორიახლო, გაიქცა მათ ყვირილზე, იფიქრეს, ჩვენც არ ჩაგვყლაპოსო მიწამ.
16:35გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ორმოცდაათი კაცი, საკმევლის შემწირველი.
16:36ასე ელაპარაკა უფალი მოსეს:
16:37უთხარი ელეაზარ აარონის ძეს, მღვდელს: აკრიფოს საცეცხლურები ნახანძრალში, ცეცხლი კი მოაშორე აქედან, რადგან განწმედილი არიან.
პარალელური ადგილები: რიცხვთა 16:35
- რიცხვთა 26:10გაიხსნა პირი მიწამ და ჩაყლაპა ისინი და კორახი; როცა განადგურდა მათი დასი, როცა ცეცხლმა შთანთქა ორასორმოცდაათი კაცი. მაგალითად იქცნენ ისინი.
- ლევიანი 10:2გამოვიდა ცეცხლი უფლისაგან და შთანთქა ისინი; დაიხოცნენ უფლის წინაშე.
- ფსალმუნები 106:18და მოედო ცეცხლი მათ ხროვას, ალი მოეკიდა ბოროტებს.
- რიცხვთა 11:1როცა დაიწყო ხალხმა ბოროტად დრტვინვა უფლის გასაგონად, მოესმა უფალს და აინთო რისხვით. აღიგზნო მათში უფლის ცეცხლი და შთანთქა ბანაკის განაპირი.
- რიცხვთა 11:3უწოდეს ამ ადგილს სახელად თაბყერა, რადგან იქ აღიგზნო უფლის ცეცხლი.
- რიცხვთა 16:2და წარუდგნენ მოსეს; მათთან იყო ასორმოცდაათი ისრაელიანი, საზოგადოების თავკაცნი, საკრებულოს წევრები, სახელოვანი კაცები.
- რიცხვთა 16:17აიღეთ თითოეულმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები, საკმეველი ჩადეთ მასში და მიიტანეთ უფლის წინაშე თქვენ-თქვენი საცეცხლურები, ასორმოცდაათი საცეცხლური; შენ და აარონმა თქვენ-თქვენი საცეცხლურები.
განაგრძე კითხვა: რიცხვთა 16
სრულად წაიკითხე: რიცხვთა 16 · გახსენი ბიბლიის მკითხველში